ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაცია “World Vision”-ის პარტნიორობით ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყო.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს მოქალაქეების მომსახურება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში. პროექტი ითვალისწინებს არსებული მიმართულებით თანამედროვე მიდგომების დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფრო სწრაფად, ეფექტურად და ხარისხიანად მომსახურებას.
“თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, დღევანდელი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქტიურ პროცესში, სამუშაო ჯგუფის დიდი ჩართულობით. სამუშაო ჯგუფი მზადაა, გარკვეული დროის განმავლობაში ჩამოაყალიბოს აღნიშნული დოკუმენტის სტანდარტი, მისი შემდგომი განხორციელების მიზნით. პროექტი ხორციელდება მოწვეულ კონსულტანტთან თამარ ტურაშვილთან ერთად, რომელიც გახლავთ შრომისა და ორგანიზაციის ასოცირებული პროფესორი და აქვს დიდი გამოცდილება მომსახურების სფეროში”,-წერია ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.