გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა საზოგადოებას მუშაობის პირველი 100 დღის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ღონისძიებას, რომელსაც გორის დემოკრატიის სკოლამ უმასპინძლა, აღნიშნული სკოლის მსმენელები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის, ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ჩართულობის ხელშეწყობა.
შეხვედრა აღმოსვალეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ადგილობრივი ცენტრის ინიციატივით მოეწყო.