გორის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭო იქმნება, რომელშიც საბჭოს 14 წევრიდან 10 კაცი და 4 ქალი იქნება. ინფორმაციას გორის სათემო რადიო "მოზაიკა" ავრცელებს.
საბჭოს შემადგენლობაში საკრებულოს თანამდებობის პირები შედიან. შესაბამის განკარგულებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები კენჭს მარტში უყრიან. გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის შერჩეული ადამიანები არიან:
დავით რაზმაძე - საკრებულოს თავმჯდომარე;
მარლენ ნადირაძე - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
კობა ბერიანიძე - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
...
გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, გორის ადმინისტრაციული შენობის გასარემონტებლად 11 მილიონი ლარია საჭირო. ამის შესახებ მან 100-დღიანი მუშაობის შეჯამებისას თქვა. ინფორმაციას გორის სათემო რადიო "მოზაიკა" ავრცელებს.
სკოლის კოორდინატმა მას შენობისთვის ინვესტორის მოძიება და შენობის სასტუმროდ გადაკეთება შესთავაზა.
„ვიდრე გორის მერია ახალ შენობაში გადავიდოდა, მოვიწვიეთ ექსპერტები, რომლებმაც შენობის მდგომარეობა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ შენობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და მის გარემონტებას 11 მილიონი ლარი...
"აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობისთვის" - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ პროგრამის პრეზენტაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა. ინფორმაციას ქუთაისის საკრებულო ავრცელებს.
პროგრამა ირაკლი შენგელიას ინიციატივით ხორციელდება და მიზანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაა.
პროგრამა საპილოტეა და პირველ ეტაპზე მასში მხოლოდ გამარჯვების ოლქში მცხოვრები ახალგაზრდები იქნებიან ჩართული.
ერთ ლარად მოგებული ტენდერები სასამართლო დავის მიზეზი გახდა. გასული წლის მაისში შოთა მურღულიას მერობის პერიოდში გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები შეწყვიტა, რის გამოც მერიის ახლანდელმა ხელმძღვანელობამ კომპანიას სასამართლოში უჩივლა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
საქმე ეხება ქუთაისში ჩკალოვის ქ. №3-ში მდებარე №33 და ბუხაიძის ქუჩის №7-ში მდებარე №15 საბავშვო ბაღებზე ახალი კორპუსის მიშენების სამუშაოებს, სადაც გასულ წელს ტენდერში შპს "ახალშენმა" გაიმარჯვა.
მას...
ეთო ეხვევი და გაღმა მთა - ამ სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მოწყობაზე საჩხერის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 21 344.00 ლარია. წინადადებების მიღება 14 მარტს დასრულდება.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარაში საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. საჩხერის მუნიციპალიტეტმა აღნიშული გზის რეაბილიტაციისთვის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 12'680.00 ლარი გამოაცხადა. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წინადადებების მიღება 15 მარტს სრულდება.
"სოფელ ნიგვზარაში მალე ხიდ-ბოგირიც გაკეთდება. აღნიშნულის მოწყობის სამუშაოებზეც ელექტრონული ტენდერია გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 17'590.00 ლარი. წინადადებების მიღება მთავრდება 6 მარტს.
ზესტაფონში კეთილმოწყობისა და დასუფთავების სერვისცენტრის ავტოპარკის განახლების შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, მუნიციპალიტეტის მერიამ კეთილმოწყობის სამსახურს მრავალფუნქციური ექსკავატორ – დამტვირთველი გადასცა.
"ტექნიკის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 200 ათასი ლარი გამოიყო. ახალი სპეცტექნიკა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას უფრო ეფექტურს გახდის. ექსკავატორ – დამტვირთველით შიდასაუბნო გზების მოწესრიგება, სანიაღვრე არხების გაჭრა, თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა, ინერტული მასალის გადაზიდვა და...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში საჯარო სკოლა აშენდება. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
წინასწარი შეფასებით, 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლისთვის 2 მილიონ 200 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები 2 მარტიდან უნდა წარადგინონ. სამშენებლო სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ წელში უნდა დასრულდეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, სკოლა ერთი წლის წინ დაანგრიეს, სანაცვლოდ სოფელს ზოგადსაგანმანათლებლო ახალი დაწესებულების აშენებას...
წინა სტატია
შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე მის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის თემაზე განმარტებას აკეთებს. გუბერნატორის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"მინდა, რამდენიმე სიტყვით შევეხო ბოლო დროს, უსაფუძვლოდ ატეხილ აჟიოტაჟს. იქიდან გამომდინარე, რომ გუბერნატორს არ ჰყავს საკუთარი ავტომობილი, მერიასთან გაფორმებულია უზურფრუქტის ხელშეკრულება კონკრეტულ ავტომობილზე, რომლითაც მე ვსარგებლობ.
რადგან აღნიშნული ავტომობილი ირიცხება მერიის ბალანსზე, სითი პარკის მიერ გამოწერილი ჯარიმა, რომლის არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი, გაიგზავნა მერიაში.
ჯარიმის...
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, 2019 წლამდე ვერ შევა. 2015 წელს დაწყებულ პროექტზე ჯერ მხოლოდ განაღმვითი სამუშაოები შესრულდა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ყოფილ სატანკო ტერიტორიაზე განაღმვით სამუშაოებს თითქმის ორი წლის განმავლობაში ახორციელებდნენ. სამუშაოების პარალელურად ნაწილობრივ დაიხურა ნიკეასნაგავსაყრელი და მუნიციპალიტეტი ახალი ნაგავსაყრელის გახსნის შემდეგ მის სრულად დახურვას აანონსებდა.
იმერეთის ახალი ნაგავსაყრელის მოწყობას რეგიონული განვითარების სამინისტროს და მყარი...
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ წანაშში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.სამი სოფლის: წანაშის, ლესემას და ხელედის მოსახლეობა "ხელედულა 3-ი ჰესის" მშენებლობას აპროტესტებს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელეკბს.
ადგილობრივები შიშობენ, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში სოფლები დაიტბორება და 200-მდე ოჯახს გასახლება დაემუქრება, აფეთქებების სამუშაოების შედეგად ქანებში ბზარები გაჩნდება და სასმელი წყალი დაიკარგება.
მოსახლეობის თქმით, არსებობს გეოლოგიური დასკვნა, რომ ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და 600-მდე მაცხოვრებელი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.
ადგილობრივების თქმით, ხელედულა...
უახლოეს დღეებში თვითმმართველობა ქედის კომუნალურსერვისს ახალ ნაგავმზიდს გადასცემს, რომლის შესასყიდად ადგილობრივ ბიუჯეტში 280 000 ლარი იყო გათვალისწინებული.
ნაგავმზიდს ტენდერში გამარჯვებული ფირმა "თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ მიაწვდის.
ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, ასევე, 50 000 ლარად დაგეგმილია 70 ნაგვის ურნის შეძენა, რომლებიც სოფლებში დამატებით განთავსდება.
„ერთად მოვუაროთ და ერთად დავასუფთაოთ ჩვენი ქალაქი“-ქუთაისში ახალი კამპანია იწყება. ინიციატივა კორპუსის ეზოების დასუფთავებასა და მოწესრიგებას ითვალისწინებს. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრელებს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ მის მიერ შემუშავებული ახალი პროექტი მერის წარმომადგენლებს გააცნო. პროექტის მიხედვით შეიქმნება კომისია, რომელიც ქალაქში ყველაზე ლამაზი კორპუსის ეზოს გამოავლენს.
გამარჯვებული ეზოს ამხანაგობას კი ქუთაისის საკრებულო და მერია ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს დაუფინანსებს (მინი სტადიონის კეთილმოწყობა, ატრაქციონები, ფანჩატური...
იმ თანამშრომლებს, რომლებიც თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ ახალჩამოყალიბებულ მუნიციპალიტეტში ვეღარ დასაქმდნენ, ახალციხის მერია კომპენსაციას გადაუხდის. მერიამ 31 ყოფილ თანამშრომელზე 70 370 ლარი უნდა გასცეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
31 მოხელედან 30 სამი თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაციას მიიღებს, ხოლო ერთი, რომელმაც შეთავაზებულ ვაკანსიაზე უარი თქვა, ერთი თვისას. ჯამში ეს თანხა დაახლოებით 70 370 ლარია. 31–ვე მოხელე რეზერვშია ჩარიცხული.
შეგახსენებთ, რომ ქალაქისა...
წინა სტატია
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის გამო, გუდიაშვილის მოედნის სკვერის რეაბილიტაციის დაწყება დროებით გადაიდო. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
კალაძის თქმით, რეაბილიტაციის პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დაიწყება.
დიდუბეში, თერგის ბაზრობაზე ხანძარი 27 თებერვლის ღამეს გაჩნდა. ადგილზე 40-მდე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გუდიაშვილის მოედანზე სამუშოების განსახორციელებლად თბილისის მერია 50 მლნ ლარს გამოყოფს.
წინა სტატია
სადავო შენობაში შესახლებული ვეტერანები აცხადებენ, რომ ახალციხის მერიის მიერ შეთავაზებული სამივე ფართი საცხოვრებლად არახელსაყრელია. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ახალციხეში, სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებულმა ვეტერანებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით თვითნებურად დაკავებული შენობა უნდა დატოვონ. ვიდრე ვეტერანები მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაესში გაასაჩივრებენ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა მათ სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა. მათ შორის ორი ვალეში, ე.წ. მეორე შახტაში და ქალაქ ვალეში პროფესიული სასწავლებლის ყოფილი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































