გორის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭო იქმნება, რომელშიც საბჭოს 14 წევრიდან 10 კაცი და 4 ქალი იქნება. ინფორმაციას გორის სათემო რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.
საბჭოს შემადგენლობაში საკრებულოს თანამდებობის პირები შედიან. შესაბამის განკარგულებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები კენჭს მარტში უყრიან. გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის შერჩეული ადამიანები არიან:
- დავით რაზმაძე – საკრებულოს თავმჯდომარე;
- მარლენ ნადირაძე – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
- კობა ბერიანიძე – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
- მიხეილ გოგინაშვილი – ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე;
- დავით გუდაძე – სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავჯდომარე;
- ივანე კორინთელი – საფინანსო-საბიუჯეტი კომისიის თვმდჯომარე;
- ზარაქია მებადური – ფრაქტია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე;
- თამარ მურალოვი – ფრაქტია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარე;
- ზვიად საბანაძე – ფრაქცია „ევროპული შენების“ თავმჯდომარე;
- ბექა ქორჩილავა – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალრი მოძრაობის“ თავმჯდომარე;
- ზურაბ ყაჯრიშვილი – ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
- ლიანა ჩლაჩიძე – სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე;
- ლამარა შაყულაშვილი – ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის შიდა ქართლის კომიტეტის გამგეობის თავმჯდომარე;
- ეკატერინე კაპანაძე – გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის ქონების განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
მომზადებული განკარგულების მიხედვით, 13 წევრი და 1 მდივანი ეყოლება; საბჭოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ხოლო მდივანი – ეკატერინე კაპანაძე იქნება.