გორის ადმინისტრაციული შენობის გარემონტებას 11 მილიონი ლარი სჭირდება

651

გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, გორის ადმინისტრაციული შენობის გასარემონტებლად 11 მილიონი ლარია საჭირო. ამის შესახებ მან 100-დღიანი მუშაობის შეჯამებისას თქვა. ინფორმაციას გორის სათემო რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.

სკოლის კოორდინატმა მას შენობისთვის ინვესტორის მოძიება და შენობის სასტუმროდ გადაკეთება შესთავაზა.

„ვიდრე გორის მერია ახალ შენობაში გადავიდოდა, მოვიწვიეთ ექსპერტები, რომლებმაც შენობის მდგომარეობა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ შენობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და მის გარემონტებას 11 მილიონი ლარი სჭირდება. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ შენობის შესყიდვით ინვესტორები არ დაინტერესდებიან“, – განმარტა თავზარაშვილმა.

მერის თქმით, შენობაში საკრებულოსთან ერთად, ის ა(ა)იპები განთავსდებიან, რომლებსაც საკუთარი შენობა არ გააჩნიათ.