საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა

932

ეთო ეხვევი და გაღმა მთა – ამ სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მოწყობაზე საჩხერის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 21 344.00 ლარია. წინადადებების მიღება 14 მარტს დასრულდება.