თვითმმართველობის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაზე ქუთაისში პროექტი წარადგინეს

941

“აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობისთვის” – ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ პროგრამის პრეზენტაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა. ინფორმაციას ქუთაისის საკრებულო ავრცელებს.

პროგრამა ირაკლი შენგელიას ინიციატივით ხორციელდება და მიზანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაა.

პროგრამა საპილოტეა და პირველ ეტაპზე მასში მხოლოდ გამარჯვების ოლქში მცხოვრები ახალგაზრდები იქნებიან ჩართული.