ქედას ახალი ნაგავმზიდი ექნება

704

უახლოეს დღეებში თვითმმართველობა ქედის კომუნალურსერვისს ახალ ნაგავმზიდს გადასცემს, რომლის შესასყიდად ადგილობრივ ბიუჯეტში 280 000 ლარი იყო გათვალისწინებული.

ნაგავმზიდს ტენდერში გამარჯვებული ფირმა “თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ მიაწვდის.

ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, ასევე, 50 000 ლარად დაგეგმილია 70 ნაგვის ურნის შეძენა, რომლებიც სოფლებში დამატებით განთავსდება.