წინა სტატია დღეს, 28 თებერვალს, ბორჯომის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ბორჯომის რაიონულმა სამმართველომ ძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.  როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რაიონული სამმართველო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლისს, 1–ლი პრიმა პუნქტის ბე ქვეპუნქტით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს. ამ წუთებში სამმართველოში იმყოფება საკრებულოს დეპუტატი „ლეიბორსიტული პარტიიდან“ გიორგი გიუაშვილი. როგორც შსს–ში განგვიცხადეს, იგი დაკითხვაზეა. „ფიზიკურად გამისწორდნენ...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა 2017 წელს გორის ქუჩებიდან და ნაგავსაყრელებიდან 15 049,54 ტონა ნარჩენები გაიტანა. ამის შესახებ უწყების ანგარიშში წერია, რომლის შესახებაც რადიო "მოზაიკა" ავრცელებს ინფორმაციას. კეთილმოწყობის სამსახურში 32 მტვირთავი მუშა და 54 მეეზოვე მუშაობს. "მათ ევალებათ ქუჩების დაგვა-დასუფთავება, დაგვილი მასის გატანა, სანიაღვრე არხების გაწმენდა და ამოწმენდილი მასის გატანა; სავალი ნაწილების დასუფთავება. ასევე, სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია", - ნათქვამია ანგარიშში. ამავე დოკუმენტის...
წინა სტატია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს წევრის, თემურ გორგაძის დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საკრებულო, უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამომდინარე, გამოძიების დასრულებას დაელოდება, თუმცა, ამავე დროს ამბობს, რომ, თუ ვინმე კანონს დაარღვევს, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრი, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" თემურ გორგაძე დღეს ქრთამის აღების ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აიყვანა. https://www.youtube.com/watch?v=xOHyVh1DFf0&feature=youtu.be
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი. "2018 წლის 28 თებერვალს, თემურ გორგაძემ, ხსენებულ მოქალაქეს წინასწარ გამოართვა მოთხოვნილი თანხის...
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2017 წელს საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ცხრა ადმინისტრაციის მიერ გაცემული შრომის ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე,  კვებისა და რესტორნის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ. ანალოგიური კვლევა ჩვენმა ორგანიზაციამ შარშანაც გამოაქვეყნა. მართალია, გასულ წელთან შედარებით, ხარჯების კლების ტენდენცია იკვეთება, თუმცა ეს არ ეხება ხელფასებსა და საწვავზე დანახარჯებს. შარშანდელის მსგავსად,...
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის #334-ში სპორტული მინისტადიონის მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, უკვე მოეწყო ბეტონის საფარი, სადაც მომდევნო ეტაპზე, განთავსდება მონოფილამენტის ხელოვნური მინდორი. "სამუშაოების ფარგლებში, მოედანი შემოისაზღვრება ბადეებით, მოეწყობა საფეხბურთო კარებები და საკალათბურთო ფარები.დასრულდა გარე განათების ბოძების მონტაჟი.სტადიონის მშენებლობა პირველ ივნისამდე დასრულდება.ბიუჯეტი - 145 000 ლარი. სამუშაოებს შპს "მონოლითი“ ასრულებს",-წერია ბათუმის მერიის ინფორმაციაში.
წინა სტატია "ჩაჩანიძე, ბორჯომის მტერი", "მოღალატე გადადექი", "ჩაჩანიძე პრემია 19 080 ლარი", "ჩაჩანიძე შეეკრა ნაცებს და ნეონაცებს", "ჩაჩანიძემ უღალატა თავის პარტიას", – ამ წარწერებიანი ტრანსფარანტებით, ბორჯომის მერიის თანამშრომლები მერიის შენობის წინ უხელფასობას აპროტესტებენ და ხელფასების დარიცხვას ითხოვენ.  ტრანსფარანტები დაიკავეს იმ თანამშრომლებმაც, რომლებსაც საკრებულოს თავმჯდომარის შესასვლელი აქვთ ჩაკეტილი სავარძლებით. ამ წუთებში საკრებულოს შენობაში გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რადგან მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომელი...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ, არქიტექტურის განყოფილების უფროსმა, თამაზ ლომჯარიამ და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის განყოფილების უფროსმა მამია მახარაძემ შპს "კარკასის “ წარმომადგენლებთან ერთად დაბა ურეკში ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, აღნიშნული მასშტაბური პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. "ამ ეტაპზე, შპს "კარკასი“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას იწყებს, რომელიც ურეკის ცენტრალურ ნაწილში შესასვლელი...
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. ამჯერად  წარმოგიდგენთ ვანის მუნიციპალიტეტის შედეგებს. ჩატარებული კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოვლინდა: ვანის საკრებულომ ვანის მუნიციპალიტეტს 2016 წლის 4 თებერვალს მიღებული N5 დადგენილებით განუსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი. მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებითგათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს; თუმცა მერიისა და საკრებულოს საერთო ვებ-გვერდზე (http://vani.gov.ge/) განთავსებული ინფორმაცია...
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, მიმდინარე სამუშაო პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და შემსრულებელთან ერთად დაათვალიერა. "სარეაბილიტაციო სამუშაოს ინდმეწარმე სტანგერ ხომასურიძე ასრულებს, 40 089 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხელშეკრულების პირობების მიხედვით სამუშაო პროცესი 23 მაისამდე დასრულდება"-წერია საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
თბილისის მერია „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, პირველი მარტიდან, გაზაფხულის სემესტრის გადასახადის დაფინანსებისთვის განცხადებების მიღებას იწყებს. მერიის ინფორმაციით, ქვეპროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტები დაფინანსდებიან, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ. განცხადებები მიმდინარე წლის პირველი მარტიდან 31 მაისის ჩათვლით მიიღება. აუცილებელია, განცხადება და დამატებითი დოკუმენტაცია თბილისის მერიაში თვითონ...
წინა სტატია ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე მომხრეა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ასე გამოეხმაურა ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებას. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. „მსგავსი სამწუხარო ფაქტები წინა მოწვევის საკრებულოშიც ხდებოდა. ამ ყველაფრის ცენტრში გიუაშვილი იყო. წინა მოწვევის საკრებულოში, მოქმედმა თავმჯდომარემ ჩაჩანიძემ გიუაშვილისგალახვა დაგეგმა. ახლა ერთად არიან, რაც არსებული ფონის გათვალისწინებით ბუნებრივად მიმაჩნია, რადგან ადამიანები სხვა ფორმას ვერ ნახულობენ თუ...
წინა სტატია ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა სავარძლებით ჩახერგეს საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი კარი, თავადაც იქ იმყოფებიან და ამბობენ, რომ იქამდე არ გაათავისუფლებენ შესასვლელს, ვიდრე საკრებულო ხელფასების საკითხს არ გადაწყვეტს. ბორჯომის მერიაში მუშაობა პარალიზებულია. საკრებულოს ხმაურიანი სხდომის შემდეგ, რომელზეც ისევ ვერ დამტკიცდა ბორჯომის მერიის თანამშრომლების გაზდილი სახელფასო ოდენობები, ბორჯომის მერიაში თანამშრომლებმა მუშაობა შეწყვიტეს. ამ წუთებში მათ სავარძლებით აქვთ ჩაკეტილი საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის...
"ერთი დღე შუახევის მერად ‘’, - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც შუახევის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტის მთავარი მიზანია, სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება იმის შესახებ, თუ რა არის საჯარო მმართველობა, როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს საჯარო დაწესებულებებში და რა პროცედურებს გადიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში. "თუ ხარ აქტიური ახალგაზრდა, გინდა გაეცნო ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობას და გაქვს შენეული ხედვა...
წინა სტატია ბორჯომის საკრებულოს შენობაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს მერიის თანამშრომლები, საკრებულოდან „ქართული ოცნების“ წევრები და ოპოზიციის დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. როგორც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კვირკველია აცხადებს,„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გიუაშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ივანე შალუტაშვილზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა, რასაც შემდეგ დაპირისპირება მოჰყვა. გიუაშვილი, რომელმაც სახის არეში დაპირისპირების შედეგად დაზიანება მიიღო, კვირკველიას ინფორმაციას უარყოფს. შალუტაშვილის განცხადებით კი, მან თავი დაიცვა. https://www.youtube.com/watch?v=iTkHFcFLTnA&feature=youtu.be საკრებულოს...
2018 წლის 15 თებერვალს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, რომელმაც 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საკითხები შეაფასა. ანგარიშში, სხვა საკითხებს შორის, მოხვდა ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანია - შპს "ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტთან” - დაკავშირებული ორი შემთხვევა. კერძოდ, აუდიტის დასკვნით, პირველ შემთხვევაში ამ კომპანიას უკონკურენტო აუქციონის გზით გადასცეს დაახლოებით...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ