“ერთი დღე შუახევის მერად ‘’, – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც შუახევის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტის მთავარი მიზანია, სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება იმის შესახებ, თუ რა არის საჯარო მმართველობა, როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს საჯარო დაწესებულებებში და რა პროცედურებს გადიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
“თუ ხარ აქტიური ახალგაზრდა, გინდა გაეცნო ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობას და გაქვს შენეული ხედვა მუნიციპალიტეტის განვითარებისა, ეს არის შენი შანსი, ერთი დღით გახდე შუახევის მუნიციპალიტეტის მერი. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, საჯარო სკოლის მოსწავლეებს ( მე-11,მე-12 კლასი ) , სტუდენტებს.განაცხადების გადარჩევის შემდეგ გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც ერთი დღით იქნება მუნიციპალიტეტის მერის ამპლუაში. განაცხადების გამოგზავნა შესაძლებელია 28 თებერვლიდან 28 მარტის ჩათვლით”,-წერია მერიის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ახლავს რეგისტრაციის ბმული.
გ