ბათუმში სპორტული მინისტადიონის მშენებლობა დაიწყო

731

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის #334-ში სპორტული მინისტადიონის მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, უკვე მოეწყო ბეტონის საფარი, სადაც მომდევნო ეტაპზე, განთავსდება მონოფილამენტის ხელოვნური მინდორი.

“სამუშაოების ფარგლებში, მოედანი შემოისაზღვრება ბადეებით, მოეწყობა საფეხბურთო კარებები და საკალათბურთო ფარები.დასრულდა გარე განათების ბოძების მონტაჟი.სტადიონის მშენებლობა პირველ ივნისამდე დასრულდება.ბიუჯეტი – 145 000 ლარი. სამუშაოებს შპს “მონოლითი“ ასრულებს”,-წერია ბათუმის მერიის ინფორმაციაში.