გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა 2017 წელს გორის ქუჩებიდან და ნაგავსაყრელებიდან 15 049,54 ტონა ნარჩენები გაიტანა. ამის შესახებ უწყების ანგარიშში წერია, რომლის შესახებაც რადიო “მოზაიკა” ავრცელებს ინფორმაციას.
კეთილმოწყობის სამსახურში 32 მტვირთავი მუშა და 54 მეეზოვე მუშაობს. “მათ ევალებათ ქუჩების დაგვა-დასუფთავება, დაგვილი მასის გატანა, სანიაღვრე არხების გაწმენდა და ამოწმენდილი მასის გატანა; სავალი ნაწილების დასუფთავება. ასევე, სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია”, – ნათქვამია ანგარიშში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ქალაქში 400 დახურული სანაგვე ურნა დგას. მათგან 360 ყოველდღიურად იცლება. “სამსახურისთვის ყველაზე დატვირთული პერიოდი აგვისტო-სექტემბერი იყო. ორი თვის განმავლობაში, ქალაქიდან 3 200 ტონამდე ნარჩენები გაიტანეს”, – წერია ანგარიშში.