წინა სტატია დღეს, 2 მარტს, ბორჯომის მერიაში თანამშრომლები არ გამოცხადდნენ. სამსახურში არც ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია მივიდა. მერიის თანამშრომლები ამბობენ, რომ ამ ფორმით ისინი უხელფასოდ მუშაობას აპროტესტებენ. პროტესტი მერიაში "მერიის თანამშრომლებმა მიმართეს პროტესტის უკიდურეს ფორმას საკრებულოს ოპოზიციური გადაწყვეტილების და ოპოზიციური ძალების მიმართ. არ გამოცხადდნენ სამსახურში, მერიც შესაბამისად არ იმყოფება ადგილზე", – გვითხრა ბორჯომის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ლონდა ფილიშვილმა. ბორჯომის მერი ლევან...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის ზრდაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე ამბობს, ოპოზიციის მხრიდან წინააღმდეგობის შემდეგ საკითხის განხილვა გადაიდო. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარამჭერები მივიდნენ. სხდომას ესწრებიან გარემვაჭრეები და სოციალურად დაუცველი ოჯახებიც. ენმ-ის მხარდამჭერებს ხელში უჭირავთ პლაკატი წარწერით: „ახდენილი ონებები - გუბერნატორის ხელფასი 5900, განყოფილების უფროსი 1600, სოც დაუცველი...
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო გეგმავს საჯარო მოხელეების ხელფასები გაზრდის შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება. პარტიის წევრების განცხადებით, ისინი მძიმე სოციალური პრობლემების ფონზე საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატებას მხარს არ დაუჭერენ. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. ირმა ნადირაშვილის თქმით, ღირსეული ხელფასი უნდა ჰქონდეს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა ადამიანს, მაგრამ როდესაც პრობლემაა პენსიის მომატება, სოციალურად დაუცველის შემწეობის გაზრდა, ფაროსანასგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება, მხარს ვერ...
ფოთში, დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღი გაიხსნა. ახალ დასახლებაში, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 1200-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, ამ დრომდე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება არ ფუნქციონირებდა. ადაპტირებული ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივნისში ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით დაიწყო. ის 100-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი და ოთხ ასაკობრივ ჯგუფს მოემსახურება. გახსნის ცერემონიას პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საქართველოს ოკიპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა...
წინა სტატია "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. უსუფაშვილი ბორჯომში შექმნილ ვითარებას სახიფათოს უწოდებს და დასძენს, რომ ასეთი პრობლემა სამართალდამცველებითა და სპეცრაზმით არ გვარდება. "ბორჯომის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები არის სახიფათო. ასეთი პოლიტიკური პრობლემები სპეცრაზმითა და პოლიციის მეშვეობით არ გვარდება. ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა ლიდერებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს თვითმმართველობის იდეა არ დავაგმობინოთ და თუ ასე...
პარკირების წესების დარღვევასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტებზე გავრცელების თაობაზე ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. ცვლილების მიხედვით< პარკირების წესების დარღვევის შემთხვევებზე ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელიც ამჟამად მხოლოდ თბილისსა და ბათუმში მოქმედებს, ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება.  ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. ცვლილებები დეპუტატებმა ზაზა გაბუნიამ, მერაბ ქვარაიამ, გოგა გულორდავამ და ირაკლი მეზურნიშვილმა მოამზადეს. პროექტის მიხედვით, ავტოსტრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე პარკირების ადგილას დგომა (გარდა...
წინა სტატია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რომლებიც მგზავრებს ავტობუსის გაჩერებების გარდა სხვა ადგილებზე გაუჩერებენ, პირველ ჯერზე 100 ლარით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში 300 ლარით დაჯარიმდებიან. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, 1-ელი მარტიდან ამოქმედებული ახალი წესის თანახმად, 14 ქუჩაზე მეორე დღეა სპეციალური ჯგუფები მონიტორინგს ახორციელებენ. ისინი მგზავრებს არსებულ სიახლეს აცნობენ და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს ჯარიმების...
რეგიონებში განსახრციელებელი პროექტების ფონდიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 7 პროექტი დაფინანსდა. პროექტების საერთო ღირებულებამ 2 მილიონ 653 781 ლარი შეადგინა.  ინფორმაციას speqtri.ge ავრცელებს. "დაფინანსებულია სოფელ კარდენახში სასაფლაოსთან მისასვლელილი გზის მოასფალტება და ცენტრალური გზიდან საუბნო გზის ჩასასვლელებში ბეტონის საფარის მოწყობა, ასევე ბაკურციხეში შიდა საუბნო გზის, ვეჯინში ჰესის უბნის, ჩუმლაყში კოშკის სასაფლაოსკენ მიმავალი გზისა და სოფელ ახაშენში სკოლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია. სოფელ ველისციხეში...
ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუა ხორგა-ყულევის დამაკავშირებელ 16 კმ-იან საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება. აღნიშნული გზა მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე „შავი ზღვის ტერმინალი“-ს მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი  სოფელ შუა ხორგაში იწყება  და სოფელ ყულევში- ნავთობ-ტერმინალის შესასვლელთან სრულდება. პროექტის ფარგლებში მოხდება ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარის მოწყობა, ხელოვნური ნაგებობებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების აღდგენა. ასევე,  ლითონის მილების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების,...
მაღალმთიანი დასახლებებისთვის გათვალისწინებული შეღავათებით კიდევ 15 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს, - გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მეშვიდე სხდომაზე მიიღეს, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას დაემატება სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების 15 სოფელი, კერძოდ - საკირე, ტაძრისი, ხანი, ლიჩი, მუხურა, მელუშეეთი, ბეგიაური, მანდაეთი, წყალშავი, ზვარე, ჩრდილი,...
გორის საცურაო აუზი გაიყიდა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „მოზაიკას“ გორის მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა დაუდასტურა. რეესტრის მიხედვით, მესაკუთრედ  შპს "ჰელსია" მითითებული.  კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი 17 წლის მიხეილ ჯალაბაძეა. როგორც გორის მერიაში აცხადებენ, საცურაო აუზი რამდენიმე დღის წინ გაიყიდა. სამეწარმეო რეესტრში კი ცვლილება ოფიციალურად გუშინ გატარდა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ძველმა მფლობელებმა გია გიგუაშვილმა და...
გრაკლიანის გორამდე მისასვლელი გზა, ავტოსადგომი და ტურისტული ბაქანი გაკეთდება. ამის შედეგად, ვიზიტორებს ძეგლზე მისვლა და არქეოლოგიური ექსპოზიციების მონახულება შეეძლებათ. შესაბამის პროექტზე კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. პროექტირებისთვის კასპის ბიუჯეტიდან 3500 ლარი გამოიყო, პროექტის დამუშავების შემდეგ კი მთლიანი სამუშაოებისთვის საორიენტაციო თანხა დადგინდება. გეგმის მიხედვით, უნდა მოწეყოს ქვედა - ავტოპარკინგი და ზედა – ტურისტული ბაქანი. ასევე, ასფალტობეტონის...
აბასთუმნის თერმულ წყლებთან დაკავშირებით სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართლოში 1 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მხარეებმა მორიგების სურვილი გამოთქვეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. საქმეში მოსარჩელე „სამეფო აბასთუმანი“, მოპასუხე კი ადგილობრივი ბიზნესმენი გენადი ენდელაძეა. „მორიგების სურვილი მხარეებს ერთობლივად აქვთ. ეს განაპირობა არსებულმა მოცემულობამ. ფიზიკურად სასტუმრო და ჭაბურღილი ერთი კომპლექსია და მექანიზმი, ამის დანაწევრება ბევრ პრობლემას და გართულებებს გამოიწვევს“,– განაცხადა...
წინა სტატია ბორჯომის მერიის თანამშრომლება პროტესტის მესამე დღეს უკიდურეს ფორმას მიმართეს, ისინი დღეს, 2 მარტს სამსახურში არ გამოცხადდნენ. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. „არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ გადავწყვიტეთ დღეს პროტესტის უკიდურესი ფორმისათვის მიგვემართა და სამსახურში საერთოდ არ მივსულიყავით“,–ამბობს ბორჯომის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლონდა ფილიშვილი. დილიდან მერიაში დაკეტილია ბორჯომის მერის ლევან ლიპარტიას სამუშაო კაბინეტიც. მისი თქმით, დღეს მერია მუშაობას არ...
ევროკავშირის პროექტის "მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის" ფარგლებში გამართულ სხდომაზე, საბჭოს თავმჯდომარედ ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე აირჩიეს.  ტურიზმის ექსპერტმა ეკა დევიძემ სხდომის მონაწილეებს გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის პირველადი ვერსია წარმოუდგინა. საბჭომ მომდევნო ეტაპზე პროექტით დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ პროექტის მნიშვნელობაზე, ასევე გურიის ტურისტულ პოტენციალსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ არის ევროკავშირის უპრეცედენტო...
ოზურგეთში მეეზოვეები გაიფიცნენ. დასუფთავების სერვისცენტრის თანამშრომლები ქალაქის ცენტრში არიან შეკრებილები. ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს. როგორც ისინი აცხადებენ, მათ არანაირი სამუშაო პირობები არა აქვთ: "არც ხელთათმანებს გვაძლევენ, არც მუშაობისთვის საჭირო სხვა ინვენტარს. ხელფასიც არ აგვიღია მეორე თვე დაიწყო უკვე. მოვითხოვთ დროულად მოაგვარონ ეს პრობლემა,ჩვენ ოჯახები გვყავს, პურის ფული რომ შევიტანოთ სახლში, ამისთვის გვიჭირავს ცოცხი ხელში. ასე არ გავაგრძელებთ, უარს ვიტყვით სამუშაოს შესრულებაზე"-...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ