ხობში, შუა ხორგა-ყულევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1052

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუა ხორგა-ყულევის დამაკავშირებელ 16 კმ-იან საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება. აღნიშნული გზა მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე „შავი ზღვის ტერმინალი“-ს მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი  სოფელ შუა ხორგაში იწყება  და სოფელ ყულევში- ნავთობ-ტერმინალის შესასვლელთან სრულდება.

პროექტის ფარგლებში მოხდება ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარის მოწყობა, ხელოვნური ნაგებობებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების აღდგენა. ასევე,  ლითონის მილების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, საგზაო ნიშნებისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და შემოფარგვლა. ამ ეტაპზე, კი ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა მიმდინარეობს.   ასფალტ-ბეტონის ქვედა ფენის დაგება დასრულებულია.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 7 688 800 ლარია. სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის ივნისში დაიწყო და 2018 წლის აგვისტოში დასრულდება.