გორის საცურაო აუზი გაიყიდა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „მოზაიკას“ გორის მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა დაუდასტურა. რეესტრის მიხედვით, მესაკუთრედ შპს “ჰელსია” მითითებული. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი 17 წლის მიხეილ ჯალაბაძეა.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, საცურაო აუზი რამდენიმე დღის წინ გაიყიდა. სამეწარმეო რეესტრში კი ცვლილება ოფიციალურად გუშინ გატარდა
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ძველმა მფლობელებმა გია გიგუაშვილმა და ოლღა პავლიაშვილმა წილი 160 000 დოლარად (დაახლოებით, 394300 ლარი) 2018 წლის 26 თებერვალს შპს ,,ჰელმესზე” გაასხვისეს.