ოზურგეთში მეეზოვეები გაიფიცნენ. დასუფთავების სერვისცენტრის თანამშრომლები ქალაქის ცენტრში არიან შეკრებილები. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.
როგორც ისინი აცხადებენ, მათ არანაირი სამუშაო პირობები არა აქვთ: “არც ხელთათმანებს გვაძლევენ, არც მუშაობისთვის საჭირო სხვა ინვენტარს. ხელფასიც არ აგვიღია მეორე თვე დაიწყო უკვე. მოვითხოვთ დროულად მოაგვარონ ეს პრობლემა,ჩვენ ოჯახები გვყავს, პურის ფული რომ შევიტანოთ სახლში, ამისთვის გვიჭირავს ცოცხი ხელში. ასე არ გავაგრძელებთ, უარს ვიტყვით სამუშაოს შესრულებაზე”- აცხადებენ გაფიცულები.