წინა სტატია
5 მარტს ბორჯომის მერიამ სამდღიანი პროტესტის შემდეგ მუშაობა განაახლა. მერიაში აცხადებენ, რომ რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით განაცხადი საკრებულოში დღის განმავლობაში შევა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ სამსახურში ყველა თანამშრომელი გამოცხადდა და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.
"ვღებულობთ მოქალაქეებსაც. რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით საკრებულოს მერიიდან დღის ბოლომდე მივმართავთ", – აცხადებენ მერიაში.
მერია საკრებულოს კვლავ გაზრდილ ხელფასებს წარუდგენს...
საქართველოში შესაძლოა სასოფლო-სამეურნეო განვითარების ბანკი შეიქმნას. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, ორგანიზაცია, სავრაუდოდ, დააფინანსებს პროექტებს, რომლებიც ნაკლებ რისკებსა და სწრაფ მოგებაზე იქნება ორიენტირებული. ამის შესახებ "კახეთის ხმა" წერს.
„კარგი იქნება, შეიქმნას სასოფლო-სამეურნეო განვითარების ბანკი ან ფონდი, ამ იდეის ინიცირებას პარლამეტში უახლოეს ხანში ვაპირებთ. ალტერნატიული დაფინანსება საჭიროა არა მხოლოდ სასოფლო, არამედ ზოგადად ინდუსტრიული პროექტების განსავითარებლად. გამოსავალს ვხედავთ იმაში, რომ ის რესურსები, რომლებიც...
წინა სტატია
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ხედვის შესახებ კომენტარი გააკეთა გაეროს ელჩმა საქართველოში ნილ სკოტმა. ელჩის თქმით, საქართველოს განვითარებისთვის ეს იქნება ფუნდამენტური ცვლილება, რომელსაც დასავლეთი დიდი ხანია ელის.
"ეს უშუალოდ ეხება ადამიანების ცხოვრების დონეს და კეთილდღეობას. საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს წინ მაშინ, როდესაც დეცენტრალიზაციის კონცეფციაზე მუშაობს. ეს ქმედით მექანიზმებს მისცემს თვითმმართველობის განვითარებას. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ფისკალური დეცენტრალიზაციაა,...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაცია “World Vision”-ის პარტნიორობით ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
ყვარლის მერის როსტომ სესიაშვილის თქმით, პროექტის მიზანია, ადგილობრივ თვითმმართველობაში თანამედროვე მიდგომების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფრო სწრაფად, ეფექტურად და ხარისხიანად მომსახურებას.
“არასამთავრობო ორგანიზაცია “World Vision”-თან ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებით დაიწყო. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მზადაა, გარკვეული დროის განმავლობაში ჩამოაყალიბოს მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების დოკუმენტის...
თემის და ქალაქის გაერთიანების შემდეგ ანაზღაურება ახლადფორმირებულ მუნიციპალიტეტში შეიცვალა. მაგალითად, დღეს ზუგდიდის მერის ხელფასი 2 750 ლარია, მერის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგო 2 500 ლარს შეადგენს, მოადგილის 2400 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას "ლაივპრესი" წერს.
იგივე ოდენობის თანამდებობრივი სარგო გაიცემოდა ამ პირებზე ქალაქ ზუგდიდის მერიაშიც. რაც შეეხება გამგებლის ხელფასს, ის 2 650 ლარი იყო, პირველი მოადგილის 2 400, მოადგილის 2 200.
ზუგდიდის...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განყოფილებების უფროსების ხელფასები 1 500 ლარია. წინა წელს მერიაში ამავე პოზიციაზე იგივე ანაზღაურება იყო, გამგეობაში კი 100 ლარით ნაკლები. ამის შესახებ "ლაივპრესი" გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
მიმდინარე წელს მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ანაზღაურება 1 200 ლარით არის განსაზღვრული. ამავე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 950-ით, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი კი 850. შარშან ქალაქ ზუგდიდის მერიაში...
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის შენობა მთლიანად დაინგრევა და მის ნაცვლად ახალია აშენდება. თუ ადრე საუბარი იყო ნაწილობრივ მორღვევასა და რეკონსტრუქციაზე, დღეს თითქმის გადაწყვეტილია ახალი შენობის აშენება. ამის შესახებ თეატრის დირექტორმა ზურაბ ეგუტიამ „ლაივპრესს“ უთხრა.
თეატრის დირექტორმა დასძინა, რომ შენობა გზიდან რამდენიმე მეტრით სიღრმეში აშენდებდა, რადგან გზასთან სიახლოვის გამო, საფრთხე მაყურებლებს და ბავშვებს ექმნებათ.
ზურაბ ეგუტიას თქმით, სამუშაოები გრძელდება და...
ვითარების გართულების საფუძველი არათუ არ უნდა იყოს ის, რომ სადღაც უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, პირიქით, თვითმმართველობის განვითარების აუცილებელი პირობაა ის, რომ თვითმმართველობის დონეზე პლურალიზმი მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„რა ინფორმაციაც მაქვს, პროცესები დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ფერხდებოდა გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, მაგალითად, ვერ...
საჩხერეში, გომართელის ქუჩაზე, ძლიერი წვიმის შედეგად ბაზრის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.
მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქეები დატბორილი ტერიტორიიდან გამოიყვანეს.
სააგენტომ წყალდიდობის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა Facebook-ის გვერდზე გაავრცელა.
https://www.youtube.com/watch?v=UtlEtCAnLH8&feature=youtu.be
წინა სტატია
საგზაო დეპარტამენტის საქმიანობისა და მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების კვლევის ფარგლებში, აფბას ანალიტიკოსებმა აქამდე გაუხმაურებელი ფაქტების მოპოვება შეძლეს. გზების დეპარტამენტის ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, რომ სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე მაგისტრალის მე-2 ლოტზე საქართველოს ხელისუფლებამ 32,4 მილიონი ლარი დაზოგა.
აფბას ცნობით, ამ მაგისტრალის მშენებლობის დასაწყისში და სამუშაო პროცესში უხეშად მოხდა საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და ეკონომიკის მინისტრის შესაბამისი ბრძანების დარღვევა.
"მშენებლობა, ფაქტობრივად, უნებართვო და უკანონო სტატუსს...
მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვა პანთეონებში, გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერებთან შეთანხმებითაა შესაძლებელი. ამის შესახებ იმ დადგენილებებში წერია, რომლებიც ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულოების წევრებმა, ჯერ 2012 წლის მაისში, შემდეგ კი 20017-2018 წლებში დაამტკიცეს. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
მსგავსი დადგენილებები ქარელსა და კასპში ჯერ არ მიუღიათ. დადგენილების სახელწოდებაა ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ" და დღესაც ძალაშია.
მუხლი...
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ზემო ჩუღურეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს ცაიშის ქუჩაზე, რომელიც რამდენიმე ათწლეულია არ შეკეთებულა. 2000 მ2 ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩაზე მოეწყო ბორდიური და მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. ასფალტის დაგების პროცესს დედაქალაქის მერი და რაიონის გამგებელი პირადად დაესწრნენ.
“ჩუღურეთის რაიონში ვიმყოფებოდით, ცაიშის ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობს საგზაო...
წინა სტატია
რუსთავის მერს, მესამე მოადგილე ჰყავს. ახალი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დღეს სამსახურის უფროსებთან და ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან გამართულ თათბირზე ოფიციალურად წარადგინა.
როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, დღეს დასრულდა მერიის რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც გაუქმდა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსხური და გარდაიქმნა განყოფილებად. ასევე მოხდა რამდენიმე ა(ა)იპ-ის გაერთიანება, ფუნქციები დაემატა სოციალურ სამსახურს და გადაკეთდა განათლების,...
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ხელმძღვანელის,ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო ევროპული ქარტიის დამატებითი პროტოკოლის, ე.წ. უტრეხტის ოქმის რატიფიცირებისათვის მუშაობას იწყებს. მისი თქმით, ეს თვითმმართველობებში კიდევ უფრო მეტად აამაღლებს მოქალაქეთა ჩართულობის სტანდარტს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
რაც შეეხება პარლამენტში დღეს გამართულ პრეზენტაციას, გაბუნიას თქმით, დეცენტრალიზაციის ხედვის განხორციელება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო საკითხი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისათვის.
”ჩვენ ახლახანს შევიმუშავეთ კომიტეტის...
წინა სტატია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის თქმით, დეცენტრალიზაციის სტრატეგია 8 წელზე იქნება გათვლილი. ამასთან ალავიძემ დეცენტრალიზაციის და გაძლიერების კუთხით თვითმმართველობის რეფორმის სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.
"პირველ რიგში – მეტი საქმე და გაზრდილი პასუხისმგებლობა. მეორე – მეტი რესურსები და ფინანსების განაწილება. მესამე – გამჭირვალობა და გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა. დეცენტრალიზაციის სტრატეგია რვა წელზე იქნება გათვლილი. ეს იქნება ქმედითი კონკრეტულ დროში,...
წინა სტატია
ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ხედვის პრეზენტაციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ფისკალური დეცენტრალიზაციის შესახებ ისაუბრა.
კობახიძის თქმით, რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი ფისკალური დეცენტრალიზაცია უნდა იყოს. მისი თქმით, ფისკალური დეცენტრალიზაციის შემდეგ, 2025 წლისთვის, მუნიციპალური შემოსავლები მშპ-სთან მიმართებით მინიმუმ 7% უნდა იყოს.
"ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-იან მაჩვენებელზე, რაც, ერთგვარად, ევროპული მინიმუმია. ბუნებრივია, ეს ნორმატიული აქტით ან სხვა ფორმით მკაცრად განსაზღვრული არსად...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































