გორისა და ხაშურის საკრებულოებმა პანთეონში დაკრძალვის წესი დაამტკიცეს

694

მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვა პანთეონებში, გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერებთან შეთანხმებითაა შესაძლებელი. ამის შესახებ იმ დადგენილებებში წერია, რომლებიც ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულოების წევრებმა, ჯერ 2012 წლის მაისში, შემდეგ კი 20017-2018 წლებში დაამტკიცეს.  ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

მსგავსი დადგენილებები ქარელსა და კასპში ჯერ არ მიუღიათ. დადგენილების სახელწოდებაა ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” და დღესაც ძალაშია.

მუხლი 10. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის წესი

1. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვა ხორციელდება ქალაქ გორის მერთან შეთანხმებით. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს შეიძლება შუამდგომლობით მიმართოს:
ა) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა;
ბ) საქართველოს საპატრიარქომ;
გ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 1/5-მა;
დ) საქართველოს სამეცნიერო, საზოგადოებრივმა, პოლიტიკურმა, საგანმანათლებლო, შემოქმედებითმა და სხვა დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა.

2. ამ მუხლით დადგენილი წესით პანთეონში საზოგადო მოღვაწის დაკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, უფლებამოსილი სუბიექტის მიერ შუამდგომლობით მიმართვის გარეშე.

ერთ-ერთი პირველი დადგენილება, სადაც პანთეონში დაკრძალვის წესზეა საუბარი, მიღებული აქვს ქალაქ თბილისის საკრებულოს. სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოების დიდმა ნაწილმა ეს მუხლი ამოიღო, რადგან მათ ტერიტორიაზე პანთეონი არ არსებობს, თუმცა გამონაკლისის სახით, გორისა და ხაშურის გარდა, პანთეონი გვხდება ფოთსა და ზუგდიდში.

მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი არსებობს მთაწმინდაზე და დიდუბეში. დიდუბის პანთეონი დაიკეტა, ხოლო თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ახალი პანთეონი მახათას მთაზე მოეწყობა.