საქართველოში შესაძლოა სასოფლო-სამეურნეო განვითარების ბანკი შეიქმნას

896

საქართველოში შესაძლოა სასოფლო-სამეურნეო განვითარების ბანკი შეიქმნას. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, ორგანიზაცია, სავრაუდოდ, დააფინანსებს პროექტებს, რომლებიც ნაკლებ რისკებსა და სწრაფ მოგებაზე იქნება ორიენტირებული. ამის შესახებ “კახეთის ხმა” წერს.

„კარგი იქნება, შეიქმნას სასოფლო-სამეურნეო განვითარების ბანკი ან ფონდი, ამ იდეის ინიცირებას პარლამეტში უახლოეს ხანში ვაპირებთ. ალტერნატიული დაფინანსება საჭიროა არა მხოლოდ სასოფლო, არამედ ზოგადად ინდუსტრიული პროექტების განსავითარებლად. გამოსავალს ვხედავთ იმაში, რომ ის რესურსები, რომლებიც სოფლის მეურნეობის დაფინანსებას სჭირდება, იყოს სახელმწიფოს ხელში. კოოპერატივებიც და ფერმერებიც უფრო გეგმაზომიერად მიიღებენ დაფინანსებას. მსგავსი მიდგომა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია”, – თქვა პარლამენტის დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა.

აგროსექტორში დასქმებული ფერმერები სამუშაოების გასაგრძელებლად დაბალპროცენტიან სესხებს წლებია ითხოვენ. ისინი დახმარებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სთხოვენ.