წინა სტატია ბორჯომის მერიას საკრებულომ ხელფასების განმსაზღვრელი დოკუმენტი სხდომაზე განხილვის გარეშე უკან დაუბრუნა. ამის გამო, ცხრა მარტს დანიშნული სხდომა აღარ გაიმართება. ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" წერს. ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ მერიის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი სარგოების რაოდენობა არაადექვატურად გაზრდილია. საკრებულო მერიას ხელფასების მატების ახალ ვერსიას სთავაზობს, სადაც მერის, მოადგილეების, ასევე სამსახურების და განყოფილებების ხელმძღვანელი პირების სახელფასო სარგოები, მერიის მიერ წარმოდგენილ...
გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი პარალელურად შპს ,,მარინის“ ხელმძღვანელია, - ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული. ამის შესახებ "რადიო მოზაიკა" წერს. წესდების მიხედვით, გორის მერი შპს ,,მარინის“  40%-იანი წილის მფლობელია. ამავე კომპანიაში ფიქსირდება მისი მეუღლე, გორის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უფროსი სპეციალისტი ქეთევან ტატიაშვილი, რომელიც  შპს ,,მარინის“ 25%-იან წილს ფლობს. ამის შესახებ კი თავზარაშვილის მიერ შევსებულ არცერთ დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი. კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მერობამდე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. კანონში, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა...
წინა სტატია თბილისის მერია გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას დღეს გამართავს. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრებიან. პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარია, რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად აღდგება მოედნის მიმდებარედ 30-მდე შენობა-ნაგებობა. 27 თებერვალს გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო. თუმცა, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თერგის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის გამო, გადაიდო. თბილისის განვითარების ფონდმა გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე...
ზუგდიდის მერიის კომისიამ სოციალური სახლების მშენებლობასა და „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე ჩართვის მსურველთა განცხადებების მიღება დაასრულდა. მერიის ინფორმაციით, საერთო ჯამში 210 განცხადება მიიღეს. აქედან, 132 სახლების მშენებლობაზე და 78 „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. განცხადებების შესასწავლად შექმნილია კომისია. კომისია მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. მუნიციპალიტეტში 2015-2016-2017 წლებში 66 სახლი აშენდა. 2015 წელს კი ზუგდიდს სპეციალური ჯილდო...
საქართველოს ეროვნული არქივის ინიციატივით, გორის არქივის ახალი შენობის პროექტი უკვე დამტკიცებულია და მშენებლობა მარტის ბოლომდე დაიწყება. ახალი ნაგებობა, ჭალაში, ფერაძის ქუჩაზე, მერიის შენობის უკან აშენდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. გორის არქივის წარმომადგენლები ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. ახალ შენობაში გორის არქივის გარდა, კასპის, ქარელისა და ხაშურის დაწესებულებებში დაცული უნიკალური დოკუმენტები მოიყრის თავს. ახალი ოფისი ფუნქციონირებას, შიდა ქართლის რეგიონული...
ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირებa გრძელდება. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ბუნებრივი აირის ოჯახებში შეყვანა. ინფორმაციას ხონის მერია ავრცელებს. სამუშაოებს ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე სოფელ ქუტირში გაეცნო და ხაბეიშვილების ოჯახში გაზი სიმბოლურად აანთო. ხონის მუნიციპალიტეტში 2017 წელს – გაზსადენი ქსელი აშენდა 8 სოფელში 2 839 ოჯახისთვის ( ახალშენი 353, გვაზაური 220, გუბი 479, ივანდიდი 822, კონტუათი 295, ნახახულევი 214, საწულუკიძეო 210, ქუტირი 310...
ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი ზეინაბ მორგოშია საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიასა და ზუგდიდის მერს, ლაშა გოგიას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. ზეინაბ მორგოშია აცხადებს, რომ 2017 წლის დეკემბერში ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს დაუმთავრდა ხელშეკრულება და ის ერთადერთი აღმოჩნდა, ვისაც ხელშეკრულება არ გაუგრძელდა. მორგოშიას თქმით, მისი მეუღლე ალიოშა ალანია იყო სოფელ დავითიანის გამგებელი,რომელიც ასევე პოლიტიკერი ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს და მის ადგილას საკრებულოს...
შემდეგი გამოკითხვა droa.ge-მ ონლაინ-გამოკითხვა ჩაატარა, თუ რომელი კატეგორიის მიწა უნდა გადაეცეს ადგილობრივ თვითმმართველობებს. კითხვაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რომელი კატეგორიის მიწებს გადასცემდით ადგილობრივ თვითმმართველობებს? - ვებგვერდის მომხმარებელთა უმრავლესობამ - 50%-მა უპასუხა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა კატეგორიის მიწა უნდა გადაეცეთ. 15% თვლის, რომ თვითმმართველობებს მხოლოდ საძოვრები უნდა გადაეცეთ. 13%-ისთვის მისაღებია, რომ მუნიციპალურ საკუთრებაში მხოლოდ სახნავ-სათესი მიწები იყოს, 12% ადგილობრივ თვითმმართველობებს მხოლოდ არასასოფლო-სამეურნეო მიწებს გადასცემდა, ხოლო...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანში 10 დღეა, აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები. სამუშაოებს კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ახორციელებს. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს. ამ დროისთვის 35 აბონენტს დაუმონტაჟდა მრიცხველები. საერთო ჯამში, 170-ზე მეტი აბონენტის გამრიცხველიანება იგეგმება. კომპანია აბონენტებს თანხის გადახდის მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს სთავაზობს, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, უახლოეს პერიოდში მიიღონ ბუნებრივი აირი. ვერხვიანი-შიბლიანის დამაკავშირებელი 13 კილომეტრიანი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები 2017 წელს დასრულდა....
5 მარტს ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თვითმმართველობის განვითარების ხედვა წარუდგინა და თქვა, რომ წლის ბოლომდე დეცენტრალიზაციის სტრატეგიასაც შეიმუშავებს. როგორ აფასებენ ექსპერტები ხელისუფლების იმ ინიციატივებს, რომელიც სტრატეგიაში უნდა აისახოს და როგორ უნდა გაგრძელდეს თვითმმართველობის რეფორმა, ამის შესახებ ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილმა და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა, კოტე კანდელაკმა რადიო "პალიტრის" ეთერში ისაუბრეს https://www.youtube.com/watch?v=ysoGkQh2swc&feature=youtu.be
ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლების ავარიულ სახურავებს შეაკეთებს. ამ ეტაპზე სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადდა ტენდერი. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. ტენდერის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 60 ობიექტისთვის შეადგინოს. პროექტი უნდა შეთანხმდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურთან.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს აგრძელებს. კვლევაში მოხვდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, რომელმაც ორგანიზაციის განცხადებით, 2016 და 2017 წლებში 45  ათასი ლარის საჩუქარი მიიღო. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. "არჩილ გოგსაძე “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონს არღვევს, ვინაიდან მას საჯარო რეესტრის მონაცემებით “აქტიური” სტატუსის მქონე საწარმოში დირექტორის პოსტი უკავია. ამავე დროს, მისი ოჯახის დეკლარირებული გასავალი მნიშვნელოვნად აღემატება მათ...
როგორ აფასებენ ექსპერტები თვითმმართველობის განვითარების ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ხედვას, რომლის შესახებაც 5 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ისაუბრეს. რადიო "პალიტრის" ეთერში ამ საკითხთან დაკავშირებით თვითმმართველობის ექსპერტებმა - დავით ლოსაბერიძემ და ალექსანდრე სვანიშვილმა ისაუბრეს. https://www.youtube.com/watch?v=fhdQ6vfXTqI&feature=youtu.be
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ გურჯაანელ ფერემერებს მევენახეობისა და მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა გააცნო.  ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს. „გურჯაანში არსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც მევენახეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებით საქმიანობენ, სახელმწიფო პროგრამა გავაცანით. მათ საშუალება აქვთ საკუთარი ყურძენი არა მესამე პირს ჩააბარონ, არამედ საკუთარ კოოპერაციულ საწარმოში მოახდინონ ყურძნის გადამუშაება და ღვინის რეალიზაიციიდან მიიღონ შემოსავალი. პროგრამაში რეგისტრაცია საინფორმაციო კამპანიის დასრულების...
ქუთაისში ვარლამიშვილის ქუჩაზე, ხარების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიელების მემორიალი დადგეს. მემორიალის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა და მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შესახებ "ქუთაისი პოსტი" წერს. "სასაფლაო მეგონა, ვიდრე კარგად არ დავაკვირდი", "ტურისტებს რებუსი ეგონებათ", - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები. როგორც გაირკვა, ოლიმპიური ჩემპიონების მემორიალი, ხარების ეკლესიის მიმდებარედ, გასული წლის აგვისტოში განათავსეს. იდეის ავტორი კი კერძო პირია, რომელიც ამავე უბნის მცხოვრებია. მან ვინაობის...
წინა სტატია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციას საკრებულომ მხარი გუშინდელ სხდომაზე დაუჭირა. შედეგად გურჯაანის მერიაში 5 ა(ა)იპ-ი 2 ა(ა)იპ-ად გაერთიანდება. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. გურჯაანის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის ნანა ჭაბუკაძის თქმით, რეორგანიზაციის ფარგლებში შტატები შემცირდება. "დაგეგმილია 5 მუნიციპალური აიპის რეორგანიზაცია. ოპტიმიზაციის შედეგად შეიქმნება ორი აიპი. ოპტიმიზაციის მიზანია გამოთავისუფლებული თანხებით აიპიების განვითარება. დაგეგმილი ცვლილებებით, ,,გურჯაანის სპორტული გაერთიანება,, და ,,საფეხბურთო კლუბი ალაზანი,, ერთ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ