droa.ge-მ ონლაინ-გამოკითხვა ჩაატარა, თუ რომელი კატეგორიის მიწა უნდა გადაეცეს ადგილობრივ თვითმმართველობებს.
კითხვაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რომელი კატეგორიის მიწებს გადასცემდით ადგილობრივ თვითმმართველობებს? – ვებგვერდის მომხმარებელთა უმრავლესობამ – 50%-მა უპასუხა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა კატეგორიის მიწა უნდა გადაეცეთ.
15% თვლის, რომ თვითმმართველობებს მხოლოდ საძოვრები უნდა გადაეცეთ. 13%-ისთვის მისაღებია, რომ მუნიციპალურ საკუთრებაში მხოლოდ სახნავ-სათესი მიწები იყოს, 12% ადგილობრივ თვითმმართველობებს მხოლოდ არასასოფლო-სამეურნეო მიწებს გადასცემდა, ხოლო 11% მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტებს მხოლოდ სათიბები უნდა გადაეცეთ.
გამოკითხვა ვებგვერდზე 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დღეიდან ვებგვერდზე ახალი გამოკითხვა იწყება. ამჯერად გვსურს, გავარკვიოთ ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელთა აზრი, თუ რა ფორმით უნდა ჩაერთოს მოსახლეობა ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში. იმედი გვაქვს, იაქტიურებთ და დააფიქსირებთ საკუთარ მოსაზრებას.