გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციას საკრებულომ მხარი გუშინდელ სხდომაზე დაუჭირა. შედეგად გურჯაანის მერიაში 5 ა(ა)იპ-ი 2 ა(ა)იპ-ად გაერთიანდება. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
გურჯაანის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის ნანა ჭაბუკაძის თქმით, რეორგანიზაციის ფარგლებში შტატები შემცირდება.
“დაგეგმილია 5 მუნიციპალური აიპის რეორგანიზაცია. ოპტიმიზაციის შედეგად შეიქმნება ორი აიპი. ოპტიმიზაციის მიზანია გამოთავისუფლებული თანხებით აიპიების განვითარება. დაგეგმილი ცვლილებებით, ,,გურჯაანის სპორტული გაერთიანება,, და ,,საფეხბურთო კლუბი ალაზანი,, ერთ აიპად ჩამოყალიბდება. გურჯაანის კულტურის ცენტრი, ველისციხის თეატრი და ქორეოგრაფიული სტუდია კი გაერთიანდება“, – თქვა ნანა ჭაბუკაძემ.