გორის არქივის ახალი შენობის მშენებლობა მარტში დაიწყება

1145

საქართველოს ეროვნული არქივის ინიციატივით, გორის არქივის ახალი შენობის პროექტი უკვე დამტკიცებულია და მშენებლობა მარტის ბოლომდე დაიწყება. ახალი ნაგებობა, ჭალაში, ფერაძის ქუჩაზე, მერიის შენობის უკან აშენდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გორის არქივის წარმომადგენლები ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

ახალ შენობაში გორის არქივის გარდა, კასპის, ქარელისა და ხაშურის დაწესებულებებში დაცული უნიკალური დოკუმენტები მოიყრის თავს. ახალი ოფისი ფუნქციონირებას, შიდა ქართლის რეგიონული ოფისის სახელწოდებით გაგრძელებს.