გორის მერი პარალელურად შპს ,,მარინის“ ხელმძღვანელია

1408

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი პარალელურად შპს ,,მარინის“ ხელმძღვანელია, – ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული. ამის შესახებ “რადიო მოზაიკა” წერს.

წესდების მიხედვით, გორის მერი შპს ,,მარინის“  40%-იანი წილის მფლობელია. ამავე კომპანიაში ფიქსირდება მისი მეუღლე, გორის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უფროსი სპეციალისტი ქეთევან ტატიაშვილი, რომელიც  შპს ,,მარინის“ 25%-იან წილს ფლობს.

ამის შესახებ კი თავზარაშვილის მიერ შევსებულ არცერთ დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი. კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მერობამდე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.

კანონში, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ, წერია, რომ საჯარო მოსამსახურეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ორგანიზაციაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა, რომლის ხელმძღვანელ ორგანოშიც მისი ოჯახის წევრი საქმიანობს. ასევე განმარტებულია, რომ საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით კი, კონსტანტინე თავზარაშვილის მხრიდან კონკრეტული დარღვევები ფიქსირდება.

შპს ,,მარინი“ 1996 წელსაა დაფუძნებული.

წესდების მიხედვით, შპს-ს საქმიანობის საგანს წარმოადგენს: