ქუთაისში ოლიმპიელების მემორიალი არ მოსწონთ

833

ქუთაისში ვარლამიშვილის ქუჩაზე, ხარების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიელების მემორიალი დადგეს. მემორიალის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა და მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შესახებ “ქუთაისი პოსტი” წერს.

“სასაფლაო მეგონა, ვიდრე კარგად არ დავაკვირდი”, “ტურისტებს რებუსი ეგონებათ”, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

როგორც გაირკვა, ოლიმპიური ჩემპიონების მემორიალი, ხარების ეკლესიის მიმდებარედ, გასული წლის აგვისტოში განათავსეს. იდეის ავტორი კი კერძო პირია, რომელიც ამავე უბნის მცხოვრებია. მან ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. მისი თქმით, ის სპორტის ქომაგია და მემორიალის განთავსებით დიდი სპორტსმენების სახელების პოპულარიზაცია სურდა.