თბილისის მერია გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას დღეს გამართავს.
პრეზენტაციას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრებიან. პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარია, რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად აღდგება მოედნის მიმდებარედ 30-მდე შენობა-ნაგებობა.
27 თებერვალს გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო. თუმცა, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თერგის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის გამო, გადაიდო.
თბილისის განვითარების ფონდმა გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი 17 თებერვალს დაიწყო.
4 ეტაპი გუდიაშვილის მოედანზე უკვე დასრულებულია. ძეგლების კონსერვაციის, კომუნიკაციების შეცვლის და დაპროექტების შემდეგ იწყება აღდგენითი სამუშაოები.
16 თებერვალს ოპოზიციამ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის ტენდერზე შენიშვნები გამოთქვა.