საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ფოთში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისა და მინდვრის მწვანე საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
სტადიონის მოედნის მწვანე საფარის მოწყობისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის სამუშაოებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააფინანსებს. ფოთში სტადიონს კომპანია "ელიტა ბურჯი" აშენებს. პროექტის ღირებულება 1 863 000 ლარია. ის რეგფონდიდან, ადგილობრივი მერიის თანადაფინანსებით შენდება.
ლევან კობიაშვილთან ერთად, სტაიონზე ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია,...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალში მოსახლეობას არაერთი პრობლემა აწუხებს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის სასმელი წყალია. მიუხედავად იმისა , რომ რამდენიმე თვეა , რაც სახლში წყლის მილები გაიყვანეს , სასმელი წყალი დაპირებისამებრ არ აქვთ. საოჯახო საქმეებისთვის კი ნარჩენებით დაბინძურებულ არხის წყალს იყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას "მარნეულის რადიო" ავრცელებს.
უკვე 22 წელია, რაც სოფელს ცენტრში ახალგაზრდა ქალის და მამაკაცის სახელობის წყარო აქვს. ოჯახების უმეტეობა წყაროდან...
კახეთში სულ უფრო მეტ სოფელში ჩივიან, რომ საძოვრების გარეშე დარჩნენ. პერიოდულად ხალხი ქუჩაში გამოდის და აქციებს მართავს. ერთ-ერთ ბოლო აქცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში გაიმართა. ეს კი მას შემდეგ მოხდა რაც გაიგეს, რომ 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გასხვისდა. ინფორმაციას "ჰერეთის რადიო" ავრცელებს.
რუისპირელების თქმით, ტერიტორიას საძოვრებად და დასასვენებელ ადგილად იყენებენ. შალვა ბოტკოველი რუისპირში გამართული აქციის მონაწილე იყო. ამბობს, რომ თუკი მიწის...
ცეცხლი შენობის დაცვის სამსახურმა შენიშნა და სახანძრო გამოიძახა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოძველებული სადენები იყო. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
მთლიანად დაიწვა შენობის მე-3 სართულზე არსებული სამხედრო სამსახურის უფროსის მოადგილის სამუშაო ოთახი. ხანძრის შედეგად ოთახში დოკუმენტაცია დაზიანდა. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.
მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახური შენობა ქალაქის ცენტრში მდებარეობს.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილში მოსაცდელები ან არ არის, ან დაზიანებული, ამორტიზებული და მოუწესრიგებელია. ამის შესახებ "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს ინფორმაციას.
ტელევიზიის ცნობით, წვიმისა და ცუდია ამინდის დროს მოქალაქეების იქ გაჩერებას ვერ ახერხებენ.
ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ მოსაცდელების ნაწილი მერიამ გააკეთა, ნაწილი კი სოფლის მოსახლეობის პრიორიტეტული ღონისძიებების ფარგლებში წლების განმავლობაში შენდებოდა.
ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტმა 17 ათას ლარიანი ტენდერი, მიმდინარე წელს გამოაცხადა.
ბათუმი-ახალციხის გზაზე მდებარე მოსაცდელი
თელავში ცხრა საუკუნის ჭადარის გახმობის პროცესი შეჩერებულია, - ამის შესახებ "კახეთის ხმას" თელავის მერმა განუცხადა.
შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, ჭადრის გაჯანსაღების სამუშაოებს ქართველი სპეციალისტები, სავარუდოდ, აპრილის ან მაისის თვეში დაიწყებენ.
„ჩამოყვანილი გვყავს ჯგუფი. მათ შეისწაველეს ჭადრის მდგომარეობა. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე, ცხრა საუკუნის ჭადარს გახმობა არ ემუქრება. სპეციალისტების ინფრმაციით, ეს პროცესი შეჩერებულია. არის გარკვეული დაავადება, რომლის მკურნალობა აპრილი-მაისის თვიდან უნდა დავიწყოთ. სამკურნალო სამუშაები...
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა გააცნო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროგრამა კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების გადაცემას ითვალისწინებს.
გიორგი მიშელაძის განცხადებით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცემათ არამხოლოდ ყურძნის, არამედ უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ სარგებელი.
უწყების ცნობით, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილი პირობების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა...
კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ გიორგაძის მოსაზრებით, ძალიან ხშირად ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გარკვეულ პასუხისმგებლობას არ იღებენ იმ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც მათ ტერიტორიაზეა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში თქვა.
კითხვაზე, დაინტერესდა თუ არა სამინისტრო პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში მდებარე წმინდა გიორგის ტაძრით, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, დამალულია ოქროს საგანძური, რის გამოც ტაძრის ეზოში მიწა მოთხარეს და ძეგლი დააზიანეს, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით...
წინა სტატია
"ტფილისის ჰამქარის" წარმომადგენლის, ცირა ელისაშვილის განცხადებით, კომპანიები, რომლებიც გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას ახორციელებენ, ნდობას არ იმსახურებენ. ამის შესახებ IPN-ი ავრცელებს.
როგორც ცირა ელისაშვილი ამბობს, პროცესი დაგვიანებულია, რადგან გუდიაშვილის მოედანზე 11 წლის განმავლობაში 3 შენობა დაინგრა. ელისაშვილი ითხოვს მერიამ სპეციალისტები მონიტორინგის პროცესში ჩართოს.
“როდესაც საზოგადოება 11 წლის განმავლობაში ველოდებოდით ამ დღეს, ვფიქრობ, რომ არასწორია, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა ნახევარი საათით ადრე გავიგეთ, რომ...
ჩოხატაურში ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ და ძირითადად სახელფასო ფონდისთვის გამოყენებაზე საუბრობს "გურიის მოამბესთან" ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ბესო ქათამაძე. ქათამაძე ჩოხატაურის მერს მიმართავს.
"კალკულატორი მოიმარჯვე ბატონო მერო, წარსულში "ნაციონალების" საარჩევნო შტაბის უფროსო, ახლა კი როგორც ჩოხატაურელები ამბობენ, ტენდერებიდან თანხების კარგად მიმთვისებელო. ჩოხატაურის მერია-საკრებულოში დასაქმებულთა სახელფასო ხარჯი 1 575 000 ლარი. მერია-საკრებულოს წარმომადგენლობითი ხარჯი, საწვავი 842 000 ლარი. ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა სახელფასო...
საგანმანათლებლო სტარტაპის პროექტი თბილისის საკრებულოს წევრის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის პროექტია, რომლის მიზანია, ატენის ისტორიული და კულტურული ლანდშაფტი მეტად მიმზიდველი გახდეს საზოგადოებისთვის. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.
ვაჩეიშვილის თქმით, ამ მიზნით დაპროექტდა სივრცე, კემპინგი, სადაც ახალგაზრდებს, ოჯახებს, ადგილობრივ და საერთაშორისო კოოპერაციებს შეეძლებათ კომფორტულ გარემოში ( ბუნებაში) გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით (ხელოვნება, გეოგრაფია, გეოლოგია, მარკეტინგი, ბრენდინგი, აგროკულტურა, ეკონომიკა). როგორც თავად სტარტაპ იდეის ავტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი განმარტავს ეს იქნება...
თბილისში ახალი სამარშრუტო სქემა და ინტეგრირებული გადახდის სისტემა შემუშავდება. ამის შესახებ დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე თქვეს, სადაც მერიასა და აზიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ იმსჯელეს. სხდომაზე დეპუტატებმა გრანტზე თანხმობის მიცემის შესახებ მერიის განკარგულების პროექტი განიხილეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
როგორც სხდომაზე ითქვა, მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება. გრანტი EBRD–თან გასულ წელს ავტობუსების შეძენის დროს გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში...
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეს ახალი საბავშვო ბაღი აქვს. პროექტი, რომლის ღირებულებამ 150 000 ლარი შეადგინა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. ინფორმაციას ჩოხატაურის მერია ავრცელებს.
თანამედროვე სტანდარტების მქონე, 25 აღსაზრდელზე გათვლილი. ბაღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ, სოფლის ხელმძღვანელ პირებთნ და ინსპექტირების ჯგუფის წევრებთან ერთად, დაათვალიერა.
თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა. ინფორმაციას მთაწმინდის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაო 2300 კვ.მ. ფართობზე ჩატარდა - დაიგო ასფალტის ახალი საფარი და მოეწყო ტროტუარები.
ქუჩის რეაბილიტაციისთვის გამგეობამ ბიუჯეტიდან 84 700 ლარი გამოყო. სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა. გზის რეაბილიტაციის დასრულების პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.
საპირფარეშოები, მოსაცდელები, გარეგანათებები და სასმელი წყლის ფანტანები - ამ საჭიროებების მოწესრიგებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში ითხოვენ. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გაუქმდა, ქობულეთის მერიაში კი ამბობენ, რომ სოფლის ცენტრების მოწესრიგება მრავალმხრივი მიმართულებაა და ამისთვის ერთიანი პროექტი არ აქვთ.
https://www.youtube.com/watch?v=LwBkjO_eDi8&feature=youtu.be
ქობულეთის მერიის განცხადებით, საჭიროებებს ეტაპობრივად დააკმაყოფილებენ. აჭარაში მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი მოქმედებს, თუმცა ამ ფონდიდან სოფლებში მხოლოდ სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარნენ.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდი – khulo.ge რამდენიმე დღეა გათიშულია. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ მერიამ ახალი ვებგვერდის შესაქმნელად 4 500 ლარი გამოყო; მუშაობა ახალი ვებდიზაინის შექმნაზე მიმდინარეობს და ვებგვერდი დაახლოებით 10 დღეში ამუშავდება. ინფორმაციას გაზეთი ბათუმელები ავრცელებს.
ახალ ვებგვერდზე მერია პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ ინფორმაციასთან ერთად, ტურისტული მარშრუტების განთავსებას გეგმავს.
ხულოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თორნიკე მიქელაძის ინფორმაციით, ტურისტებისთვის გათვლილი ინფორმაცია, რომელიც მერიის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































