საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ფოთში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისა და მინდვრის მწვანე საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
სტადიონის მოედნის მწვანე საფარის მოწყობისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის სამუშაოებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააფინანსებს. ფოთში სტადიონს კომპანია “ელიტა ბურჯი” აშენებს. პროექტის ღირებულება 1 863 000 ლარია. ის რეგფონდიდან, ადგილობრივი მერიის თანადაფინანსებით შენდება.
ლევან კობიაშვილთან ერთად, სტაიონზე ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, მერის მოადგილე ირაკლი თოფურია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იყვნენ.