თბილისში ახალი სამარშრუტო სქემა და ინტეგრირებული გადახდის სისტემა შემუშავდება. ამის შესახებ დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე თქვეს, სადაც მერიასა და აზიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ იმსჯელეს. სხდომაზე დეპუტატებმა გრანტზე თანხმობის მიცემის შესახებ მერიის განკარგულების პროექტი განიხილეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
როგორც სხდომაზე ითქვა, მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება. გრანტი EBRD–თან გასულ წელს ავტობუსების შეძენის დროს გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში გამოიყო.
გრანტის თანხა 490 000 ევროა. კონტრაქტი ითვალისწინებს, რომ ბიუჯეტიდან გამოიყოს თანადაფინანსება 300 000 ევროს ფარგლებში.
თანხით დედაქალაქისთვის ახალი სამარშრუტო სქემა და ინტეგრირებული გადახდის სისტემა შემუშავდება, რომელიც იმოქმედებს როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში.