საგანმანათლებლო სტარტაპის პროექტი თბილისის საკრებულოს წევრის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის პროექტია, რომლის მიზანია, ატენის ისტორიული და კულტურული ლანდშაფტი მეტად მიმზიდველი გახდეს საზოგადოებისთვის. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.
ვაჩეიშვილის თქმით, ამ მიზნით დაპროექტდა სივრცე, კემპინგი, სადაც ახალგაზრდებს, ოჯახებს, ადგილობრივ და საერთაშორისო კოოპერაციებს შეეძლებათ კომფორტულ გარემოში ( ბუნებაში) გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით (ხელოვნება, გეოგრაფია, გეოლოგია, მარკეტინგი, ბრენდინგი, აგროკულტურა, ეკონომიკა). როგორც თავად სტარტაპ იდეის ავტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი განმარტავს ეს იქნება სწავლება პრაქტიკაში.
იდეა მდგომარეობს თანამედროვე ფორმატის სწავლებაში და დარწმუნებული ვარ აქ იქნება იდეალური გარემო ქართული და საერთაშორისო უნივერსიტეტებისთვის ისწავლონ თეორია პრაქტიკულად. გარდა ამისა, პროექტი მნიშვნელოვანია რეგიონალური თვალსაზრისითაც, რადგან ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას და ატენის ხეობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას“,-აღნიშნავს ვაჩეიშვილი.
ნიკოლოზ ვაჩეიშვილის თქმით, გარდა საგანმანათლებლო მიმართულებისა, პროექტი ითვალისწინებს საგამოფენო და სამუზეუმო სივრცის შექნასაც.