ხულოს სოფლებში მოსაცდელები მოუწესრიგებელია

516

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილში მოსაცდელები ან არ არის, ან დაზიანებული, ამორტიზებული და მოუწესრიგებელია. ამის შესახებ “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს ინფორმაციას.

ტელევიზიის ცნობით, წვიმისა და ცუდია ამინდის დროს მოქალაქეების იქ გაჩერებას ვერ ახერხებენ.

ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ მოსაცდელების ნაწილი მერიამ გააკეთა, ნაწილი კი სოფლის მოსახლეობის პრიორიტეტული ღონისძიებების ფარგლებში წლების განმავლობაში შენდებოდა.

ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტმა 17 ათას ლარიანი ტენდერი, მიმდინარე წელს გამოაცხადა.

ბათუმი-ახალციხის გზაზე მდებარე მოსაცდელი