წინა სტატია ბორჯომის საკრებულოში დღეისათვის დანიშნული სხდომა, რომელზეც ხელფასების საკითხი მეშვიდედ უნდა განეხილათ, აღარ ჩატარდება. საკრებულომ მერიას საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განმსაზღვრელი დოკუმენტი, განხილვის გარეშე, უკან დაუბრუნა. გადაწყვეტილება საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომაზე გუშინ მიიღეს. ბოლო დოკუმენტით, მერია მუნიციპალიტეტის მერისთვის 2650 ლარის ოდენობის ანაზღაურებას ითხოვს, ანუ იმდენს, რამდენიც ახალი კანონის ამოქმედებამდე ჰქონდა გამგებელს და იმდენსვე, რამდენიც საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის ხელფასია....
პოლიტიკური პარტიები წინასარჩევნოდ ქალებს ამუშავებენ, თუმცა შემდეგ სიებში არ სვამენ, - ქალთა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის ეს შედეგი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში აისახა. ზუგდიდში საიას კვლევის პრეზენტაციისას, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა განაცხადა, რომ კვლევის შედეგად გამოიკვეთა ის პრობლემები, რომელიც ხელს უშლის ქალებს, უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები პოლიტიკაში. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. „ჩვენ შეგვიძლია ეს პრობლემები რამდენიმე მიმართულებით გავყოთ. პირველი ეს...
16 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით კახეთში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, „ფასდაკლებების კვირეული'' იმართება. ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. კვირეულს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებაც უერთება და 16 დან 1 აპრილის ჩათვლით მუნიციპალიტეტში არსებული 5 მუზეუმი ვიზიტორებისტვის უფასო იქნება. ნატო ვაჩნაძის სახელობის მუზეუმი (სოფელი გურჯაანი); იოსებ ნონეშვილის სახელობის მუზეუმი (სოფელი კარდენახი); ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმი (სოფელი ვეჯინი); გიორგი მაისურაძის ისტორიის...
სახელმწიფო რწმუნებულთან  სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ავრცელებს. სხდომაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული 2018 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სამოქმედო გეგმაში ასახვის მიზნით წარმოადგინა ორი პროექტი, საერთო ღირებულებით 1 000 825 ლარი. პროექტები ყინულის მოედნის რეაბილიტაციას (407 825 ლარი) და რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში ესართიას ქუჩაზე მრავალპროფილურ საავადმყოფომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ეხება (600...
წინა სტატია ყვარლის ისტორიული ციხის დაზიანებული კოშკის აღსადგენად ტენდერი მეორედ გამოცხადდა. ყვარლის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ზურაბ მამულაშვილის თქმით, დაზიანებული ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 500 ლარი გამოიყო. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ბოლო 5 წლის განმავლობაში (2013 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 მარტამდე) კულტურული მემკვიდრეობის არანაკლებ 3 ძეგლზე აღდგენითი სამუშაოების გამოცდილება. "ისტორიული ძეგლი აღდგენაზე ტენდერი უკვე...
ევროკავშირის ფართომასშტაბიან ინიაციატივას - „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთი“ შეურთდა ახმეტის, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ყვარლის, ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერია.თელავის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ პროგრამაში 2014 წლიდან არის ჩართული. ინფორმაიცას "კახეთის ხმა" ავრცელებს. საქართველოში ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის ვინსენტ რეის თქმით, მერების შეთანხმება აერთიანებს ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას, გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე....
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი სათემო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის საგრანტო კონკურსი იწყებს. ღონისძიება პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში ჩატარდება. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. სწავლება ჩატარდება სამ რაუნდად, თითოეული რაუნდი მოიცავს 8 ერთდღიან ტრენინგს. "თითოეული რაუნდის დასრულების შემდგომ, გამოცხადდება საგრანტო კონკურსი საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციებისათვის და ჯგუფებისთვის, მათი გამჭირვალობის და ანგარიშვალდებულის გაუმჯობესებაზე მიმართულ პროექტებზე. ტრენინგი მიზნად ისახავს მიაწოდოს მონაწილეებს საჭირო...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალადში ახლად აშენებული საჯარო სკოლა მოინახულა. სკოლის მშენებლობა გასულ წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. სამინისტროს ცნობით, 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით არის აღჭურვილი, გააჩნია მაღალი სტანდარტების სპორტული დარბაზი და ღია სპორტული მოედანი, სამედიცინო კაბინეტი, ბიბლიოთეკა. შენობა თანამედროვე ევროპული სკოლის ყველა სტანდარტს...
თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე საკომუნიკაციო ჭების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.მისი თქმით, საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგება ავტომანქანებს დაზიანებისგან დაიცავს და ტრანსპორტის მოძრაობას უფრო უსაფრთხოს გახდის. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ძალიან ბევრი უკმაყოფილო მძღოლია, რადგან მოუწესრიგებელია ეს ინფრასტრქუტურა. ეს საკითხი პირველ რიგში მოგვარდება იქ, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა გამართულია. ჩვენთან ერთად მუშაობს GWP, სილქნეტი და მძღოლებს მალე ეს პრობლემა აღარ ექნებათ“, - აღნიშნა...
კომპანია სიტი პარკის განცხადებით,დედაქალაქის მერის მიერ შპს „სიტი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, კომპანიის ინსპექტორების მიმართ აგრესია გამძაფრდა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. „შპს „სიტი პარკი“ იყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა დაცული იყოს კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და მოუწოდებს ქალაქ თბილისის მერიას და შესაბამის თანამდებობის პირებს გააკეთონ მკაფიო განმარტება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს შპს „სიტი პარკის“...
რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში #15 საჯარო სკოლის, 21-ე მიკრორაიონში კი #32 საბავშვო ბაღის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. ქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მიმდინარე წელს დაგგემილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრას #15 საჯარო სკოლისა და #32 საბავშვო ბაგა-ბაღის პედაგოგებიც დაესწრნენ.  #15 საჯარო სკოლისა და #32 საბავშვო ბაღის მისასვლელი გზების რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ორი თვის ვადაში უნდა...
ბათუმის მერიაში, ცენტრალური პარკის ''კომერციალიზაციის'' პროექტი მუშავდება. ქალაქის მერი ლაშა კომახიძე ამბობს, რომ პარკის შემოსავლები უდნა გაიზარდოს და ტურისტებისა და  ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდეს: "ჩვენი იდეაფიქსი არაა კაფეების გაკეთება, ჩვენი იდეაა ხალხის მოზიდვა პარკში" -  თქვა ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. შეკითხვაზე, თუ რატომ გახდა აუცილებელი პარკის ფუნქციის შეცვლა და მისი კომერციული ინტერესებით დატვირთვა, კომახიძემ განაცხადა, რომ სხვა ინტერესებთან ერთად, მერს აქვს ვალდებულება ქალაქის შემოსავლების გაზრდით...
ბათუმის მერიის მიერ  მუნიციპალური ავტობუსების შესასყიდად  გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია 'ჩერსკასკი ავტობუს''-ი მონაწილეობდა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. სატენდრო პაკეტები თვიმმართველობაში ტენდერის დასრულების შემდეგ, რამდენიმე წუთში გაიხსნა. მერიამ კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტი უნდა შეისწავლოს, რისთვისაც ვადა დაახლოებით 2 თვე აქვთ. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, დააკმაყოფილა თუ არა უკრაინულ-იაპონურმა კომპანიამ ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნები. პირველ ეტაპზე კომპანიამ  დიზელის საწვავზე მომუშავე ტრანსპორტის, ხოლო შემდეგ ელექტრო ავტობუსების შემოყვანა...
ბათუმში, ბარცხანის დასახლებასთან ფეხით მოსიარულეთა ხიდის მშენებლობის პროექტში მერია ცვლილებებს შეიტანს. ბათუმის მერის ლაშა კომახიძის თქმით, კორექტირება ძირითადად ნაგებობის არქიტექტურულ ნაწილს და დიზაინს შეეხება. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. თამარ მეფის ქუჩაზე ხიდების მშენებლობისთვის თვითმმართველობამ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ერთ შემთხვევაში არ შედგა, მეორედ კი ერთადერთმა პრეტენდეტმა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. პროექტის ღირებულება 186 100 ლარი იყო. როდის გამოცხადდება მორიგი ტენდერი, ჯერ უცნობია.
გაუქმებული ათობით ბიბლიოთეკა და მხოლოდ 7 აღდგენილი - სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, 2006-2007 წლებში შუახევის ყველა სოფლის ბიბლიოთეკა გაუქმდა და საჯარო სკოლებს დაექვემდებარა. ოთახების სიმცირის გამო, წლების განმავლობაში წიგნები ადგილს ხშირად იცვლიდნენ, რის გამოც მათი ნაწილი დაზიანდა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია". შუახევის მერიამ საკუთარი ბიუჯეტით ორი წლის წინ, სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში სასოფლო ბიბლიოთეკების აღდგენა დაიწყო.  აჭარის ტელევიზიის ცნობით, ზამლეთის თემის სოფლის ბიბლიოთეკაში ერთ პატარა...
წინა სტატია თბილისის საკრებულოში სამთვიანი ანგარიშის წარდგენისას თბილისის ბაგა-ბაღების გაერთიანების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე დედაქალაქში 13 ბაღი შენდება, სექტემბრიდან კი თბილისში 10 ბაღი ექსპლუატაციაში უკვე შევა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. "ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ბავშვთა უსაფრთხოებაა. ეს არის მულტისექტორული თემა, რომელიც ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა შენობების ინფრასტრუქტურული, კონსტრუქციული მდგრადობა, "ყაზტრანსგაზის“ მოთხოვნების დაკმაყოფილება, სახანძრო უსაფრთხოება, სათამაშო მოედნების უსაფრთხოება, ვიდეო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ