ბათუმის მერიას თამარის გზატკეცილზე ქვეითთა ხიდების მშენებლობის პროექტში ცვლილებები შეაქვს

718

ბათუმში, ბარცხანის დასახლებასთან ფეხით მოსიარულეთა ხიდის მშენებლობის პროექტში მერია ცვლილებებს შეიტანს. ბათუმის მერის ლაშა კომახიძის თქმით, კორექტირება ძირითადად ნაგებობის არქიტექტურულ ნაწილს და დიზაინს შეეხება. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

თამარ მეფის ქუჩაზე ხიდების მშენებლობისთვის თვითმმართველობამ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ერთ შემთხვევაში არ შედგა, მეორედ კი ერთადერთმა პრეტენდეტმა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

პროექტის ღირებულება 186 100 ლარი იყო. როდის გამოცხადდება მორიგი ტენდერი, ჯერ უცნობია.