განათლების მინისტრმა კასპის სოფელ თვალადში ახლად აშენებული საჯარო სკოლა მოინახულა

547

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალადში ახლად აშენებული საჯარო სკოლა მოინახულა. სკოლის მშენებლობა გასულ წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა.

სამინისტროს ცნობით, 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით არის აღჭურვილი, გააჩნია მაღალი სტანდარტების სპორტული დარბაზი და ღია სპორტული მოედანი, სამედიცინო კაბინეტი, ბიბლიოთეკა. შენობა თანამედროვე ევროპული სკოლის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

მინისტრი კასპის პირველ საჯარო სკოლაში განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებსაც გაეცნო და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. კასპის პირველი საჯარო სკოლის ახალი თანამედროვე შენობა მომავალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება.