მერების შეთანხმებაზე ევროკავშირის ინიციატივას კახეთის 7 მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა

952

ევროკავშირის ფართომასშტაბიან ინიაციატივას – „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთი“ შეურთდა ახმეტის, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ყვარლის, ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერია.თელავის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ პროგრამაში 2014 წლიდან არის ჩართული. ინფორმაიცას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

საქართველოში ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის ვინსენტ რეის თქმით, მერების შეთანხმება აერთიანებს ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას, გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. მისივე ინფორმაციით, შეთანხმების ხელმომწერნი მუნიციპალიტეტების მერები ვალდებულები არიან, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების საშუალებით 2030 წლისთვის 30%-ით მაინც შეამცირონ CO2-ის ემისია.

“მერების შეთანხმება არის უპრეცენდენტო ინიციატივა, რომლის საშულებითაც ხელისუფლების ადგილობრივი და რეგიონალური ორგანოები უშუალოდ ჩაერთნენ ევროკავშირის ენერგეტიკისა და კლიმატის დაცვის ამოცანების გადაჭრაში. მერების შეთანხმება აძლევს შესაძლებლობას კახეთის 7 მუნიციპალიტეტს, რომ ებრძოლონ კლიმატის ცვლილებას და გავლენას. მერების შეთანხმება ითვალისწინებს CO2-ის ემისიების შემცირებას. შეთანხმების ხელმომწერები, მიუხედავად მათი სიდიდისა და გეოგრაფიული მდებარეობისა, ისახავენ საერთო მიზნებს: შეუქმნან საკუთარ მოქალაქეებს ეკოლოგიურად, სოციალურად და ეკონომიკურად მდგრადი საცხოვრებელი პირობები, უზრუნველყონ ხელმისაწვდომი ენერგეტიკული მომსახურეობით“, – განაცხადა ვინსენტ რეიმ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, ამ პროგრამაში ჩართულობით შესაძლებელი გახდება ინოვაციურ ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობის გაზრდა.

2008 წელს ევროკავშირის კლიმატისა და ენერგო პაკეტის მიღების შემდეგ ევროკომისიის ინიციატივით შეიქმნა მერების შეთანხმება, რათა წაეხალისებინა და დახმარება გაეწია ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის ენერგეტიკის მდგრადი პოლიტიკის განხორციელებაში.