თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ პროექტის „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის“ განხორციელება დაიწყო. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. საქართველოში ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის ვინსენტ რეის თქმით, პროექტის ერთ-ერთი მიზანია ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვის ხელშეწყობა, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება ადგილობრივად ხელმისაწვდომი ბიომასის და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით თელავის მუნიციპალიტეტში. "მერების შეთანხმების" პროგრამაში აქტიური მონაწილეობის მიუხედავად, საქართველოს...
ლანჩხუთის  მერის ბრძანების საფუძველზე,  ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია მიმდინარეობს. რეორგანიზაციის ფარგლებში, ორი ა(ა)იპ-ის - (ა(ა)იპ "ლანჩხუთი ტექ-სერვისისა“ და ა(ა)იპ „ლანჩხუთი- სერვისის“ შერწყმის შედეგად შეიქმნა ა(ა)იპ  “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“. ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში 2018 წლის დარჩენილი პერიოდისათვის აღნიშნული ცენტრის დაფინანსება განისაზღვრება 901449 ლარით. ხოლო ასევე რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „სპორტული ცენტრის„...
წინა სტატია სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეჭვობს, რომ 2016-2017 წლებში ბათუმის მერია სატენდერო პირობებს კონკრეტულ კომპანიებს არგებდა, რის შემდეგაც გამარტივებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა და, შესაბამისად, ის იმარჯვებდა კიდევ. როგორც ირკვევა, საერთაშორისო ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში, ქალაქ ბათუმის მერიამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეისყიდა „საავტორო კინოს ბათუმის XI საერთაშორისო ფესტივალის“ ორგანიზების მომსახურება, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 149,998 ლარი, მაშინ,...
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, კომიტეტი თბილისში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას იწყებს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. კუჭავას თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც იქნებიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და დადებს დასკვნას, თუ რა უნდა გაკეთდეს, როგორც მერიის, ისე სხვადასხვა უწყებების მხრიდან პრობლემის აღმოსაფხვრელად. “კომიტეტის ახალი ინიციატივა, რომელიც ეხება საკომიტეტო მოკვლევას, არის სიახლე და...
19 მარტს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომ გამოვლენილ ძირითად მიგნებებსა და ტენდენციებს. ანგარიშში ასევე შეფასებულია საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის სხვა ძირითადი აქტორების საქმიანობა. ამასთან ერთად, ორგანიზაციამ წარმოადგინა რეკომენდაციები საარჩევნო სისტემის, კანონმდებლობისა, და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. სამართლიანი...
პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურხეთში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აფინანსებს მნიშვნელოვან პროექტს ოფურჩხეთში, სადაც წლების წინ ხდებოდა საუკეთესო ხარისხისა და გემოს ჩაის წარმოება, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია 16 ჰექტარზე მოხდება, ეს არის სახელმწიფოს მიერ წყალტუბოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენების მაგალითი, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჩაის (მათ...
წინა სტატია გურჯაანის მერიის საკონკურსო კომისიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები შეარჩია, სია კი დასამტკიცებლად მერს გადაეგზავნა. ჩალაუბანი, ნანიანი, ჩუმლაყისა და ყიტაანის ადმინისტრაციული ერთეული - აქ შესაბამისი ქულები ვერცერთმა აპლიკანტმა ვერ დააგროვა. შესაბამისად, კონკურსი სამ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმოამდგენლის პოზიციაზე ხელახლა გამოცხადდება. ინფორმაციას "აიპრესი" ავრცელებს. "კომისიის წევრებმა თითოეული კანდიდატი ქულებით შეაფასეს. როდესაც ბოლო შემაჯამებელი სხდომა შედგა, გაირკვა, რომ სოფელ ჩალაუბნის, ნანიანის, ჩუმლაყისა და...
საჩხერის მუნიციპალიტეტში გორისისა და ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. აღნიშნული სამუშაოს შესასრულებლად ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, 7 951 415 ლარი კი, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან გამოიყო. ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან - სს kobra instalatione servise - ს საქართველოს ფილიალთან 2017 წლის 14 დეკემბერს დაიდო.  
წინა სტატია ახმეტა – თიანეთის 30-კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეზე გიორგი სეთურიძეზე დაყრდნობით ავრცელებს. გიორგი სეთურიძის განცხადებით, ახმეტა – თიანეთის გზის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი აფინანსებს და სხვადასხვა საკითხების, მათ შორის გზის დიზაინის შეთანხმების გამო, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს ვერ დაიწყო. „ახმეტა – თიანეთის გზაზე რამდენიმე მეწყრული უბანია. შემსრულებელი კომპანია...
ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზის მშენებლობას საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2019 წელს დაიწყებს. გზის სიგრძე 16 კილომეტრია და გვერდს აუვლის სოფლებს ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგას, ვაქირს, მაშნაარს, საქობოს და წნორს. ინფორმაციას "რეგინფო" ავრცელებს. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული დასახლებების შემოვლითი გზის პროექტი 1980-იანი წლების ბოლოს მომზადდა და ნაწილობრივ განხორციელდა, თუმცა მიწის ვაკისი და ნაგებობები სერიოზულად დაზიანებულია. ტრასა გადის გურჯაანი-წნორის გაუქმებული სარკინიგზო ხაზის პარალელურად. დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის...
ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში, ლამპიონებზე დაკიდულ საყვავილე ქოთნებში, სარეველა ბალახებია ამოსული. ამის შესახებ ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს. ამ ფაქტს ადგილობრივი მცხოვრებლები აპროტესტებენ, რადგან, მათი თქმით, უბანი ტურისტებისთვის მიმზიდველია და მის მიმართ მერია განსაკუთრებულ ინტერესს უნდა იჩენდეს. გამოცემის ცნობით, რებილიტირებული უბანი ყვავილებით წელს არ გალამაზდება, რადგან ქუთაისის მერიაში თქვეს, რომ ამ მიზნით მიმდინარე წელს ადგილობრივ ბიუჯეტში ფინანსები გათვალისწინებული არაა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი არ აქვთ. სკოლა 2016-2017 წლებში დაანგრიეს. შენობაში კი, სადაც ადრე საბავშო ბაღი იყო, ახლა მაღაზია ფუნქციონირებს. ადგილობრივები სასწავლო დაწესებულებების ახალი შენობების აშენებას ითხოვენ. სამტრედიის მერიაში კი აცხადებენ, რომ მათთვის პრიორიტეტული საზოგადოებრივი ცენტრის აშენებაა. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს. სოფელ დაფნარის მცხოვრებს ვალიდა ღიდალაძეს ორი მცირეწლოვანი შვილიშვილი ჰყავს. პატარები საბავშვო ბაღში ყოველდღე მეზობელ სოფელ საჯავახოში...
კასპის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპში ეფრემ მეორის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ამჟამად ქუჩაზე, რომლის სიგრძე 200 მეტრია წინა მოსამზადებელი სამუშაოები - გზის საფარის მოფრეზვაა დაწყებული. პროექტი ითვალისწინებს საგზაო სამოსის, საფეხმავლო ბილიკის (ტროტუარი), ბეტონის ბორდიურების, სანიაღვრე ქსელის, მონოლითური ჭების და საგზაო ნიშნების მოწყობას. დასრულებულ ქუჩაზე კი,  ფოთლოვანი ხის ნერგები დაირგვება. სამუშაოებს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ახორციელებს და...
კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერიის ხელმძღვანელებსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“- წარმომადგენლებს შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. შეხვედრის მიზანი სოფელ რენეს ყოფილი საბავშო ბაღის შენობის საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობა იყო. კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელშიც 8 სოფელი შედის მათგან 4 გამყოფი ხაზის პირა სოფელია და ცხოვრობს ეთნიკური მოსახლეობა - ათეული წლებია საბავშო ბაღი არ ფუნქციონირებს. სკოლამდელი ასაკის...
ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ლეიბორისტული პარტიის წევრი ირაკლი კიკვიძე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე ლაპარაკობს. მისი თქმით, 3 მარტს ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას დაკვეთით მერიის სპორტის დაწესებულებათა ააიპიდან სამსახურის უფროსმა გაათავისუფლა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. "წინა მერის დროს პრობლემები არ შემქმნია, რადგან არ იყვნენ პოლიტიკურად ანგაჟირებულნი. ჭიღვარიამ მოსვლისთანავე დაშალა კულტურის სამსახური, სადაც " ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო მხოლოდ ორი ადამიანი, ამიტომ არჩევნების...
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 ივნისამდე თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა. ამის მიზეზი კარტოფილის დაავადების, კიბოს, თავისუფალ ტერიტორიებზე გავრცელების თავიდან აცილებაა. შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა. აკრძალვა საქართველოში კარტოფილის თესვის სეზონის დასასრულამდე გაგრძელდება.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ