საჩხერის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სამუშაოები დაიწყო

754

საჩხერის მუნიციპალიტეტში გორისისა და ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

აღნიშნული სამუშაოს შესასრულებლად ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, 7 951 415 ლარი კი, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან გამოიყო.

ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან – სს kobra instalatione servise – ს საქართველოს ფილიალთან 2017 წლის 14 დეკემბერს დაიდო.