ლანჩხუთის მერის ბრძანების საფუძველზე, ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია მიმდინარეობს. რეორგანიზაციის ფარგლებში, ორი ა(ა)იპ-ის – (ა(ა)იპ “ლანჩხუთი ტექ-სერვისისა“ და ა(ა)იპ „ლანჩხუთი- სერვისის“ შერწყმის შედეგად შეიქმნა ა(ა)იპ “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“. ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში 2018 წლის დარჩენილი პერიოდისათვის აღნიშნული ცენტრის დაფინანსება განისაზღვრება 901449 ლარით. ხოლო ასევე რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „სპორტული ცენტრის„ დაფინასება განისაზღვრება – 494872 ლარით.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებას.