1 ივნისამდე თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა

732

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 ივნისამდე თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა. ამის მიზეზი კარტოფილის დაავადების, კიბოს, თავისუფალ ტერიტორიებზე გავრცელების თავიდან აცილებაა. შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა.

აკრძალვა საქართველოში კარტოფილის თესვის სეზონის დასასრულამდე გაგრძელდება.