ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კიბოს სკრინინგ ცენტრი შენდება. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და მისი მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში დასრუდლება. პროექტის ღირებულება 1 000 000 ლარია. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი” ახორციელებს, ფინანსურ მხარდაჭერას კი ჩეხეთის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.
ფოთში, მალთაყვას ტყე-პარკში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი დაფიქსირდა. გაჩეხილია ასწლოვანი ფიჭვები. არსებული ინფორმაციით, ტერიტორია კერძო საკუთრებას წარმოადგენს და იქ სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. როგორც მეპატრონეები აცხადებენ, ხეები უკანონოდ არ გაუჩეხიათ და ასწლოვანი ფიჭვების ჭრაზე შესაბამისი ნებართვა მიიღეს. საპირისპიროს აცხადებენ ფოთის მერიაში. ,,ჩვენთან შემოვიდა შეტყობინება, რომ ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაიჩეხა მრავალწლოვანი ნარგავები. ადგილზე გავედით და გადავამოწმეთ ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ხე-ტყის...
„დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ ახალი ინიციატივით, ყოველ შაბათ-კვირას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, კონკრეტულ დასახლებასა თუ უბანში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები მოეწყობა. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ინიციატივის განხორციელება გასულ შაბათს ყოფილ სანატორიუმ „მთის ხეობიდან“ დაიწყო.  „აქციის გამართვამდე 1 კვირით ადრე ადგილობრივებს წერილობით ვაცნობეთ, გავაკარით განცხადებები, დიდი მადლობა ყველა მობინადრეს, რომელიც დაუზარებლად ჩაერთო აქციაში. ნამდვილად არ ველოდით ასეთ აქტიურობას, ვიმედოვნებთ, რომ სხვა დასახლებებშიც ასეთივე დაინტერესება...
ბორჯომში თორის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ცენტრალური გზის მიმდებარედ მოეწყო არხის კედლები ასევე ცხაურები და გოფრირებული მილები. სანიაღვრე სისტემა მოუწესრიგებელი იყო, უხვი ნალექის დროს კი, წყლით იტბორებოდა და ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულე მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილებას ხელს უშლიდა. პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა
ბათუმში, ბესიკის ქუჩის ბოლო მონაკვეთში ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც განხორციელდება საგზაო მონიშვნები. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ზიმო 7“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 419 ათას ლარს შეადგენს.
თელავის მერიის ადმინისტრაციული შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება, - ამის შესახებ "კახეთის ხმას" თელავის მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა. შოთა ნარეკლიშვილის თქმით, შენობაში პანდუსების მოწყობა უახლოეს მომავალში დაიწყება. "ადმინისტრაციული შენობა არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის, რომ ისინი შეხვედრაზე მოვიდნენ და მათთვის პრობლემური საკითხები ჩვენამდე მოიტანონ. გადავწყვიტეთ, რომ შენობას პანდუსი ჰქონდეს, სამუშაოები წელს დაიწყება და მალევე დასრულდება. გარდა ამისა, შშმ პირებისთვის, შენობის პირველ სართულზე,...
დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყარსა და უკანაფშავში სოფლების სახელების აღმნიშვნელი ბანერები განთავსდება. ინფორმაციას მთის ამბები ავრცელებს. დუშეთის მერიამ ელექტრონული ტენდერი 2018 წლის 15 მარტს გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება კი 21-დან 23 მარტამდე მოხდება. ბანერების შესყიდვისა და განთავსების მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 000-მდე ლარია გამოყოფილი. ტენდერში გამარჯვებულმა პირმა 10 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს ბანერების განთავსება გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: დუმაცხო, ჩოხი, ზემო ჩოხი, გამსი, დიდებაანი, ზანდუკი,...
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰესის, „ხადორი 3“-ის მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით, ჰესის შენობა სოფელ ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში განთავსდება. ჰესისთვის წყლის მიწოდება კი „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ. ინფორმაციას "პანკისის სათემო რადიო " ავრცელებს. სოფელ ბირკიანში, მდინარე ალაზანზე 5.4 მგვტ. დადგმული...
კომპანია “Georgian Water and Power“ დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. „აღნიშნული ქსელი, როგორც თბილისის ზედა ზონებს - შინდისს, წავკისს და ტაბახმელას, ასევე კრწანისის რაიონში, პრიმერა გოლფის მოედანს 24 საათიანი, სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 10 მლნ ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში კომპანია, 7 კმ სიგრძის წყალმომარაგების ახალ სისტემას მოაწყობს. პარალელურად, აღნიშნული ქსელისთვის ორი ახალი რეზერვუარის...
წინა სტატია ხე–ტყის გადატანისას მანქანებჩამორთმეულმა მოქალაქეებმა, რომლებიც დღეს ახალციხეში აქციას მართავდნენ, პროკურატურას საქმეების დასასრულებლად 23 მარტამდე მისცეს ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბორჯომში გზის გადაკეტვა და გრძელვადიანი აქციები დააანონსეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი პასუხისმგებლობას არ გაურბიან: „მზად ვართ გადავიხადოთ ჯარიმები. უბრალოდ ვითხოვთ, რომ ძიება დრულად დასრულდეს და მანქანები დაგვიბრუნონ“. აქციის მონაწილეების თქმით, თუ საქმის ძიება კიდევ გაჭიანურდა, მასშტაბურ საპროტესტო...
ბათუმის მერიის სანდასუფთავების თანამშრომლებმა ბაგრატიონისა და სოხუმის ქუჩების კვეთაშისამშენებლო ნარჩენების უკანონოდ დაყრის ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის სამსახურები გამოიძახეს. სამშენებლო ნარჩენები, სავარაუდოდ, მიმდებარედ არსებული დანგრეული საცხოვრებელი სახლებიდან გამოიტანეს. https://www.youtube.com/watch?v=o4SXF-oLoXU&feature=youtu.be სამშენებლო ნარჩენებით ქალაქის დაბინძურებაზე (ერთ კუბურ მეტრზე) ფიზიკური პირი 500 ლარით ჯარიმდება, იურიდიული პირი კი 1500 ლარით.  
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, „სითი პარკთან“ დაკავშირებით დანიშნული ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა ჩაიშალა. მარიკა დათუკიშვილის თქმით, სხდომაზე დაბარებულები იყვნენ მერიის იურიდიული და სატრანსპორტო სამსახურების და სატრანსპორტო კომპანიის ხელძღვანელები, მაგრამ ისინი ფრაქციის სხდომაზე არ მივიდნენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. „ძალიან ბუნდოვანია „სითი პარკთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ მივესალმებით „სითი პარკის“ გაყვანას. რამდენიმე წლის განმავლობაში ისმოდა, რომ „სითი პარკის“ გაყვანას 25 მილიონი სჭირდება, ახლა კი,...
ქობულეთის იერსახის მოწესრიგების მიზნით მერიამ გარემოსდაცვით კამპანიას აგრძელებს. ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ქარსაცავ ზოლში ფიჭვის ნერგები დარგეს. გამწვანების აქციის ფარგლებში ფიჭვნარის ქარსაცავ ზოლში 600 ძირი ნერგის დარგვა იგეგმება. „ჩვენ გარემოსდაცვით კამპანიას ვაგრძელებთ, რომლის ფარგლებში სისტემატურად განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები. გამწვანდება ქარსაცავი ზოლები, დასუფთავდება ქალაქის ქუჩები, სკვერები და ზღვის სანაპირო. დღეს ფიჭვნარის...
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. რამდენიმე დღეში გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება. ამ ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად მერია 1 500 000 ლარს დახარჯავს. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია მრავალწლიანი პროექტია და სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება. გასულ წლებში მოეწყო მიწისქვიშა კომუნიკაციები, სანიაღვრე არხები, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები და განხორციელდა ქუჩის ორმული შეკეთება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქალაღალის უბანში დამეწყრილი გზის მონაკვეთის აღდგენა დასრულებულია. ინფორმაციას წალენჯიხის საკრებულო ავრცელებს. სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ 48 843 ლარი შეადგინა. ასევე ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში მდ.ოლორზე დასრულებულია ნაპირსამაგრი სამუშაოები. სამუშაოებზე 40 368 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებული იყო ადგილობრივი მუშახელი. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდა სტიქიისაგან მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში.
თბილისის მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კომპანია სიტი პარკის გენერალური მენეჯერი ბინიამინ ლაჰავი ბიზნესომბუდსმენს და თბილისის მერის ყოფილ მოადგილეს ირაკლი ლექვინაძეს მიმართავს. "როგორც მოგეხსენებათ ა/წლის 13 მარტს სატელევიზიო ეთერის მეშვეობით დედაქალაქის მერმა ბატონმა კახა კალაძემ გამოაცხადა ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილება  შპს "სი-ტი პარკ"-თან 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა და შემდგომში სატელევიზიო განცხადება...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ