შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა კახეთში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოებს ასრულებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გურჯაანის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით, უკვე დამუშავებულია 1000 ჰექტარი მიწის ფართობი. უწყების განცხადებით, სამუშაოები აქტიურად გრძელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სადაც შპს „მექანიზატორის“ 2 ტრაქტორით 50 ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდება. საგაზაფხულო ხვნების სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ გურჯაანის სერვისცენტრში 186 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში. შპს „მექანიზატორი“...
გურჯაანის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ოჯახის წევრების გაძლიერების პროექტი დაიწყო. ორგანიზაცია „ხელი ხელს“ და შვეიცარიული ასოციაციის „Meet-Train Encourage / შეხვდი-ასწავლე-წაახალისე“ ინიციატივით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მცირე დარბაზში, შშმ პირებისა და მათი მშობლებისთვის ხუთ დღიანი შეხვედრა-ტრენინგი იმართება, რომელიც დღეს, პარასკევს დასრულდება. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. ინიციატივის მიზანი შშმ ბავშვების მშობლების გაძლიერება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა დამოუკიდებლობის გაზრდა, ინკლუზიისა და...
თელავის ამერიკულ კუთხეში ინგლისურენოვანი სადისკუსიო კლუბი გაიხსნება. "კლუბი საოცარ ქალებზე“ არის ინგლისურენოვანი, რომელსაც უძღვებიან მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. მშვიდობის კორპუსის მოხალისე სარა დიჩი ამბობს, შეხვედრებზე განიხილება ქალების მიერ შეტანილი წვლილი მსოფლიოს ისტორიაში. "ყოველ დისკუსიაზე შერჩეული იქნება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ქალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, აღმოვაჩინოთ სხვადასხვა კულტურა, მსოფლიოს ისტორია და გეოგრაფია. კლუბის შეხვედრები შედგება ინგლისურ ენაზე სახალისო აქტივობებით, რომლებიც...
ქუთაისში, სამგზავრო ვაგონში მცხოვრებმა ნათელა ხუჭუამ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრებაზე უარი განაცხადა. მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრებას სოციალურად დაუცველმა ვაგონში ყოფნა არჩია. მიზეზი მისთვის შეთავაზებული ოთახია, რომელსაც აივანი არა აქვს. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს. იმერეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის, ნინო ჭიღლაძის თქმით, ნათელა ხუჭუამ ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონში ცხოვრებაზე უარი თავად განაცხადა. ჭიღლაძის განმარტებით,  ნათელა ხუჭუამ წყალწითელას ხანდაზმულთა პანსიონში ცხოვრების უფლება 2018 წლის 26 იანვარს მიიღო,...
"ორ მიზიდულობის ცენტრს ვქმნით თბილისსა და ქუთაისში, ტურისტებმა უნდა შეძლონ ორი, მაქსიმუმ ორ-საათნახევრის განმავლობაში ნებისმიერ ტურისტული დანიშნულების ადგილამდე მისვლა კომფორტული და უსაფრთხო გზით“ - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ  განაცხადა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. "თბილისიდან ეს არის გუდაურის, კახეთის მიმართულება, წითელი ხიდი-სადახლო, მარნეული-დმანისი-ბოლნისის მიმართულებები, ამიტომ ყველა ამ პროექტს ვიწყებთ წელს. კახეთისა და წითელიხიდი-სადახლოს მიმართულებით ცოტა მოგვიანებით...
ქუთაისის მერიაში კულტურის სამსახურის განყოფილებად გადაკეთების შემდეგ დღის  წესრიგში სამსახურის მიერ გამოთავისუფლებული ფართის გარემონტება დადგა. მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე არსებული №210 ოთახის სარემონტო სამუშაოებისათვის.  სამუშაოებისათვის ქუთაისის მერია 20 604 ლარს გადაიხდის. ამის შესახებ "ნიუპრესი" წერს. მერიაში ჯერ არ საუბრობენ, კონკრეტულად რა დანიშნულება ექნება ფართს.  "ამორტიზირებულია სრულიად, ამოყრილია იატაკი, ფანჯრები დაზიანებული, ჭერი ჩამოშლილი,  კეთდება იმისათვის, რომ დამატებითი სამუშაო ოთახები...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „მწვანეების"თავმჯდომარე ჯონი ჯიქიამ საკრებულოში დეპუტატების ჩხუბისას სიგარეტი მოწია. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. საკრებულოს 22 მარტის სხდომაზე ერთმანეთს ოპოზიციური პარტიის წევრები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებისას ჯონი ჯიქია მათთან მივიდა, რა დროსაც ის სიგარეტს ეწეოდა. https://www.youtube.com/watch?v=rZnqgKu-zeM&feature=youtu.be ჯონი ჯიქია „ქართული ოცნების“ წევრია. ის არის ჭაქვინჯის მაჟორიტარი. 2007 წელს ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი იყო „კონსერვატიული" პარტიიდან. აქვს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი. ჯონი ჯიქია 2017 წლიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს...
სტატიის გაგრძელება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის სასაფლაოს პანთეონის სტატუსი მიენიჭება, - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პანთეონი ჭითაწყარის მე-4 სასაფლაოს ნაწილზე, 2 ათას კვადრატულ მეტრზე მოეწყობა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. "ამით ჩვენი თანაქალაქელები პატივს მიაგებენ მის მიერ განვლილ ცხოვრებას, მუნიციპალიტეტის და ქვეყნის წინაშე. აქედან გამომდინარე, შემუშავებულია წესი, რომელიც გადაგზავნილია სამართლებრივ ექსპერტიზაზე. ჩვენ ჩამოვყალიბდებით იმ კრიტერიუმებზე, ვის შეიძლება ერგოს პატივად...
იტალიის საელჩოს წარმომადგენელ გაგა შოთაძის განცხადებით, ზუგდიდში საჯარო ბიბლიოთეკაში იტალიის კუთხე აპრილში გაიხსნება. ამის შესახებ შოთაძემ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თქვა. შეხვედრაზე საელჩოს კიდევ ერთი წარმომადგენელი კარლო სერაფინი,ზუგდიდის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი ხათუნა დარასელია და სხვა სტუმრები იყვნენ. ინფორმაცაის "ლაივპრესი" ავრცელებს. ზუგდიდის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა ხათუნა დარასელიამ იტალიის ღირსშესანიშნაობებზე ისაუბრა. მისი პრეზენტაცია იყო ერთგვარი ვირტუალური მოგზაურობა იტალიაში, რისთვისაც მას შეხვედრის დასასრულს...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ დმანისში მომხდარი ცემის ფაქტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო. უწყების განცხადებით, მიმდინარე წლის 22 მარტს, 00:08 საათზე, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დმანისის საკრებულოს წევრმა პარტია „ქართული ოცნებიდან“ შ. ა.-მ მოქალაქე მ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ უკვე გამოკითხა როგორც დაზარალებული მოქალაქე, ისე საკრებულოს წევრი. გამოძიების...
ზუგდიდში ქუჩებისთვის იმ ქალების სახელის მინიჭებაზე იმსჯელეს, რომლებსაც წვლილი აქვთ შეტანილი ქალაქის, რეგიონის თუ ქვეყნის განვითარებაში. შეხვედრაში არასამთავრობო ორგანიზაციების, დაინტერესებული პირების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. შეხვედრაზე ითქვა,რომ ბევრი ქალია, რომელთა სახელებიც დაიკარგა, ამიტომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლის გახსენება და წინ წამოწევა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელი დირექტორის, ნინა ხატისკაცის თქმით, ქუჩებისთვის ცნობილი და დამსახურებული ქალების სახელების მინიჭების პროცესი უკვე...
გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური დახმარებების გაცემას სპეციალური წესით არეგულირებს. სტატია "რადიო მოზაიკამ" მოამზადა. ვის და რა სახის დახმარების მიღება შეუძლია?  1. ონკოლოგიური ავადმყოფები: სამედიცინო კვლევის თანადაფინანსება, რომელიც არაა გათვალისწინებული სხვა პროგრამით. დახმარება ერთჯერადია და არ აღემატება 300 ლარს; 0-დან 150 000 სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისათვის სამედიცინო სტაციონარული მკურნალობის მომსახურების ერთჯერადი თანადაფინანსება მაქსიმუმ 500 ლარის ოდენობით; მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის ერთჯერადი დახმარება, არაუმეტეს 300 ლარის...
თუშეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სოციალური დახმარების ოდენობა 2018 წლის 1 იანვრიდან გაორმაგდა და წელიწადში 100 ლარის ნაცვლად 200 ლარი იქნება. ინფორმაციას "რეგინფო" ავრცელებს. დადგენილების თანახმად, მაღალმთიან თუშეთში მუდმივად მცხოვრები 30 ბენეფიციარი წელიწადში ორჯერ – ახალი წლისთვის და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ერთჯერადი დახმარების სახით 100-100 ლარს მიიღებს. აღნიშნული პირებისთვის გამოყოფილი დახმარების ოდენობა, 2011 წლიდან 2017 წლის ჩათვლით,...
წინა სტატია აბასთუმნის თერმულ წყლებთან დაკავშირებული ხუთთვიანი პროცესი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 21 მარტს მორიგებით დაასრულა. ბიზნესმენმა გენადი ენდელაძემ სადავო ჭაბურღილით სარგებლობის უფლება ოფიციალურად მიიღო. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. მორიგების პირობების მიხედვით, მოსარჩელე შპს „სამეფო აბასთუმანმა“ მოპასუხე მხარესთან, ბიზნესმენ გენადი ენდელაძესთან ხუთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, მან უნდა უზრუნველყოს სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვა, მოსარჩელეს ყოველწლიურად უნდა უხადოს 150 ლარი, უნდა გადაიხადოს მოსაკრებლი კანონით...
ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის. ინფორმაციას ადგილობრივი თვითმართველობის საბინაო სამსახურში დაადასტურეს. ამის შესახებ "ქუთაისი პოსტი" წერს. როგორც სამსახურის უფროსი ამბობს, კომპანიამ, რომელმაც სოციალური საცხოვრისი მოაწყო ბევრი შეცდომა დაუშვა რის გამოც შენობა უკვე ავარიულია და მათი გამოსწორება სასწრაფოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა საცხოვრებელში შესახლებულ 70 მდე ოჯახის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. "შენობაში წყლის შეჟონვა ხდება, რის გამოც კედლები ზიანდება, ასევე ლიფტის შახტა...
ზუგდიდში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ერთმანეთს ოპოზიციური პარტიის წევრები დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას imedinews. ge ავრცელებს. "კარგი იქნებოდა თქვენ შეგექმნათ პოლიტიკური მეძავების ფრაქცია" - ამ სიტყვებით მიმართა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანი წითლიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრ დეპუტატებს. დაპირისპირება ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დაფუძნების საკითხის განხილვას მოყვა. „ევროპული საქრთველოს“ წევრი ბათლომე შელია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი დავით შელია ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე დეპუტატს სახისა და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ