“ორ მიზიდულობის ცენტრს ვქმნით თბილისსა და ქუთაისში, ტურისტებმა უნდა შეძლონ ორი, მაქსიმუმ ორ-საათნახევრის განმავლობაში ნებისმიერ ტურისტული დანიშნულების ადგილამდე მისვლა კომფორტული და უსაფრთხო გზით“ – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ განაცხადა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
“თბილისიდან ეს არის გუდაურის, კახეთის მიმართულება, წითელი ხიდი-სადახლო, მარნეული-დმანისი-ბოლნისის მიმართულებები, ამიტომ ყველა ამ პროექტს ვიწყებთ წელს. კახეთისა და წითელიხიდი-სადახლოს მიმართულებით ცოტა მოგვიანებით გამოვაცხადებთ ტენდერებს, რადგან ალბათ ზაფხულის პერიოდში გვექნება დეტალური პროექტები ამ მონაკვეთებზე.
ასევე მნიშვნელოვანია მთის გზები რასაც ვაკეთებთ, ძალიან მალე დავიწყებთ რაჭის მიმართულებით გზის მშენებლობას, ასევე წელს ვიწყებთ პირველად სამუშაოებს ბაღდათიდან აბასთუმნის მიმართულებით, წელსვე დაიწყება მუშაობა თუშეთს გზაზე და ყაზბეგის მიმართულებით, ანუ იკვრება ეს გზა. პროექტებს ვიღებთ ნაწილ-ნაწილ და როგორც კი შემოგვდის, მაშინვე ვიწყებთ სატენდერო პროცედურებს. ასევე ვიწყებთ ხულო-ზარზმას მონაკვეთს, ორ კვირაში მოვაწერთ ხელს კონტრაქტორთან ხელშეკრულებას ამ გზის მშენებლობაზე“ – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.