კულტურის სამსახურის ყოფილი ოთახის რემონტისათვის ქუთაისის მერია 20 ათას ლარს დახარჯავს

1051

ქუთაისის მერიაში კულტურის სამსახურის განყოფილებად გადაკეთების შემდეგ დღის  წესრიგში სამსახურის მიერ გამოთავისუფლებული ფართის გარემონტება დადგა.

მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე არსებული №210 ოთახის სარემონტო სამუშაოებისათვის.  სამუშაოებისათვის ქუთაისის მერია 20 604 ლარს გადაიხდის. ამის შესახებ “ნიუპრესი” წერს.

მერიაში ჯერ არ საუბრობენ, კონკრეტულად რა დანიშნულება ექნება ფართს.  “ამორტიზირებულია სრულიად, ამოყრილია იატაკი, ფანჯრები დაზიანებული, ჭერი ჩამოშლილი,  კეთდება იმისათვის, რომ დამატებითი სამუშაო ოთახები ქონდეს მერიას”- ამბობენ პრესსსამსახურში.