გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური დახმარებების გაცემას სპეციალური წესით არეგულირებს. სტატია “რადიო მოზაიკამ” მოამზადა.
ვის და რა სახის დახმარების მიღება შეუძლია?
1. ონკოლოგიური ავადმყოფები:
- სამედიცინო კვლევის თანადაფინანსება, რომელიც არაა გათვალისწინებული სხვა პროგრამით. დახმარება ერთჯერადია და არ აღემატება 300 ლარს;
- 0-დან 150 000 სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისათვის სამედიცინო სტაციონარული მკურნალობის მომსახურების ერთჯერადი თანადაფინანსება მაქსიმუმ 500 ლარის ოდენობით;
- მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის ერთჯერადი დახმარება, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით.
2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა:
- 0-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონეთათვის ეთრჯერადი დახმარება არაუმეტეს 200 ლარისა;
- 0-დან 700 000 სარეიტინგო ქულის მქონეთათვის ერთჯერადი დახმარება მაქსიმუმ 400 ლარისა;
- მედიკამენტებით უზრუნველყოფა ერთჯერადად, 100 ლარის ოდენობით. ამ დახმარებას მიიღებენ ეპილეფსიით დაავადებულები, პარკინსონიზმით; დაავადებულები, 100 000-დან 150 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონენი, რომლებიც დაავადებულნი არიან ბრონქიალური ასთმით, შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპით, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევით.
3. ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომის, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე ბავშვები:
- 0-დან 18 წლამდე ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომის, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე, კანის ქრონიკული და ჰედროცეფალიით დაავადებული ბავშვების სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების ერთჯერადი თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით;
- ერთჯერადი სოციალური დახმარება 500 ლარის ოდენობით;
- აუტიზმით დაავადებული ბავშვების სამედიცინო სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება ერთჯერადად, არაუმეტეს 2 000 ლარისა.
4. დიალიზზე მყოფი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანები:
- დიალიზზე მყოფი დაავადებული ადამიანების ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 500 ლარისა;
- ვირუსული ჩ ჰეპატიტით დაავდებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სადიაგნოსტიკო კვლევის თანადაფინანსება არაუმეტეს 150 ლარისა
5. სტუდენტები და სპორტსმენები:
- სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით იმ სტუდენტისათვის, რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ პროგრამებზე და არის დედ-მამით ობოლი, მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, სტუდენტები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და მინიჭებული აქვთ 0-დან 65 000 -ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა;
- ერთჯერადი ფულადი დახმარება (500 ლარი) ოლიმპიური სახეობების საქართველოს ნაკრების მოქმედი სპორტსმენებისათვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 70 000 ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა.
6. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება:
- მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
- იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
- უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
7. დედ-მამით ობოლი ბავშვები და მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდული შვილები:
- დედ-მამით ობოლი 0-დან 18 წლამდე პაციენტისათვის სტაციონარული მკურნალობისათვის ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 500 ლარისა;
- 0-დან 18 წლამდე დედ-მამით ობოლ ბავშვებს და (მშობლების) უფლებაშეზღუდული შვილების ერთჯერადი დახმარება. ყოველ ბავშვზე 1000 ლარის ოდენობით.
8. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახები:
- სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება არაუმეტეს 1000 ლარისა;
- ხანძრის შედეგად შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება არაუმეტეს 3000 ლარისა.
9. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახები:
- საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით;
- დახმარება დღესასწაულებზე–26 მაისის საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის 300 ლარის ოდენობით და 9მაისს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ასევე 300 ლარის ოდენობით.
10. მრავალშვილიანი ოჯახები:
- თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად 100 ლარის დახმარება 0-დან 150 000 სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე 4 შვილიანი ოჯახებისათვის;
- თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად 200 ლარის დახმარება 5 და მეტ შვილიანი ოჯახებისათვის.
11. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესები
- ერთჯერადად, 1000 ლარს მიიღებენ ის მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი და რეგისტრირებულნი არიან გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
12. რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვები:
- რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვებს დახმარება გაეწევათ თითოეულ ბავშვებს ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით.
13. მარტოხელა მშობლები:
- 500 ლარის ოდენობით ერთჯერად დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ 0-დან 18 წლამდე შვილი ან შვილები და აქვთ მინიჭებული 0-დან 47 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულა;
- 300 ლარის ოდენობით ერთჯერად დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ 0-დან 18 წლამდე შვილი ან შვილები და აქვთ მინიჭებული 47 000-დან 57 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულა;
- 200 ლარის ოდენობით ერთჯერად დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ 0-დან 18 წლამდე შვილი ან შვილები და აქვთ მინიჭებული 57 000-დან 65 000ს -ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა.
14. ოჯახში ძალადობის მსხვერპლები:
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს დახმარება გაეწევათ 200 ლარის ოდენობით.
15. სოციალურად დაუცველი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მიუსაფარი, სახლ-კარის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა:
- საცხოვრებელ ფართში ყოველ თვე, ერთჯერადად, 80 ლარის ოდენობით ქირით უზრუნველყოფის დაფინანსებას მიიღებს სოციალურად დაუცველი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მიუსაფარი, სახლ-კარის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარი
16. მხედველობით, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) პირები:
- მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე(უსინათლო) პირებს გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 250 ლარის ფარგლებში
- 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე(უსინათლო) პირებს ერთჯერადად გაეწევათ ფულადი დახმარება 200 ლარის ფარგლებში.