ზუგდიდის საკრებულო ქუჩებისთვის ქალთა სახელების მინიჭებაზე იწყებს მუშაობს

561

ზუგდიდში ქუჩებისთვის იმ ქალების სახელის მინიჭებაზე იმსჯელეს, რომლებსაც წვლილი აქვთ შეტანილი ქალაქის, რეგიონის თუ ქვეყნის განვითარებაში. შეხვედრაში არასამთავრობო ორგანიზაციების, დაინტერესებული პირების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

შეხვედრაზე ითქვა,რომ ბევრი ქალია, რომელთა სახელებიც დაიკარგა, ამიტომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლის გახსენება და წინ წამოწევა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელი დირექტორის, ნინა ხატისკაცის თქმით, ქუჩებისთვის ცნობილი და დამსახურებული ქალების სახელების მინიჭების პროცესი უკვე დაწყებულია.

საკრებულოს ეკონომიკის და ურბანული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ აღნიშნა, რომ ქუჩების სახელდების პროცესში გენდერული მიდგომების მომხრეა, თუმცა მისი თქმით, ეს ბუნებრივად უნდა მოხდეს და არა ხელოვნურად.

შეხვედრაზე ქუჩების სახელდების პროცესში სირთულეებზე ისაუბრა წინა მოწვევის საკრებულოს წევრმა თენგიზ ქოჩუამ, რომელიც ეკონომიკის და ურბანული განვითარების კომისიას ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, რთულია რეგიონული განვითარების სამინისტროსთან მოქმედ სახელდების კომისიასთან მუშაობა.