ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“ სხვადასხვა კეთილმოწყობით სამუშაოებს ზუგდიდსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში სისტემატურად ახორციელებს. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამ ეტაპზე, ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევნის, გლობუსისა და ატრაქციონების რეაბილიტაცია ჩატარდა.
ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევანი შეიღება და გადამწვარი ძრავი შეკეთდა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე გლობუსს. აღდგა დაზიანებული მინათებები.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ატრაქციონებსაც. შეიღება და შეკეთდა ავტომანქანები, განახლდა განათებები.
ასევე, იგეგმება სკეიტ-პარკსა...
ფოთში ქუჩების დიდი ნაწილი დაზიანებულია. ამორტიზებული გზები გადადგილების პრობლემას უქმნის როგორც ტრანსპორტს, ისე ქვეითად მოსიარულეებს. ვითარება კი განსაკუთრებით მძიმეა უამინდობის დროს. ადგილობრივები ქუჩების რეაბილიტაციას ითხოვენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„ფოთში ყველაზე გაუსაძლისი მდგომარეობაა. ქალაქი, რომელიც მთელ ქვეყანას ამარაგებს, არავის აინტერესებს, ალბათ მალე რუკიდანაც ამოიღებენ. ზაფხული მოდის და ფანჯრების გაღებასაც ვერ შევძლებთ. იმდენად არის გზები დაზიანებული, რომ წვიმიან ამინდში ფეხით გადადგილება შეუძლებელია....
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ხვალ პარლამენტს და თბილისის საკრებულოს წარუდგენს. ამის შესახებ კალაძემ სასტუმრო "ბილტმორში" თქვა, სადაც გენგეგმის დოკუმენტს მერია დარგის სპეციალისტებსა და საზოგადოებას წარუდგენს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
"დღეს გვაქვს ძალიან დიდი შეხვედრა, სადაც მოწვეული არიან დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ურბანისტები, ასევე ჩემი ოპონენტები. გვინდა, საზოგადოებამ განიხილოს ის დოკუმენტი, რომელიც არის მერიაში წარდგენილი. ვერ ვხვდები ოპოზიციის ბრალდებებს...
ზესტაფონი მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საინფორმაციო პოსტერები დამზადდა. ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
პოსტერზე 2018 – 2019 წლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი პროექტების ნუსხაა დატანილი.
2018 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი პროექტები:
2018 წლის ბიუჯეტი 4 114 071 ლარი
ქალაქ ზესტაფონის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია
ქალაქ ზესტაფონის ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქცია
შორაპნის ფარნავაზის და ვაჩნაძის ქუჩების რეაბილიტაცია
ილმის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია
წიფლავაკის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია
...
წინა სტატია
კომპანია „სიტი პარკი“ თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მომავალ კვირას მიმართავს. ამის შესახებ კომპანიის იურისტმა თამარ შუბითიძემ განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
შუბითიძის თქმით, სარჩელი მერიის წინააღმდეგ სასამართლოში მერიასა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების ვადაზე ადრე, ცალმხრივად გაწყვეტას ეხება. მისი თქმით, მერიამ კომპანიას ხელშეკრულება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეუწყვიტა, რაც არასამართლიანია.
„ხელშეკრულების შეწყვეტისთვის გასაჩივრების ვადა 14 აპრილამდე გვაქვს, თუმცა, ვფიქრობთ, რომ კომპანია სასამართლოს...
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს კახა კალაძეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან პრესკონფერენცია გამართა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
თავისი ბრალდების დასადასტურებლად, ხაბეიშვილმა დოკუმენტები წარადგინა. ხაბეიშვილის განცხადებით, ბრძანების თანახმად, კახა კალაძე იმყოფებოდა ლუქსემბურგში, მილანსა და ვარშავაში ორ თანმხლებ პირთან ერთად და მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, ეს ვიზიტი ბიუჯეტიდან 14 000 ლარი დაჯდა. ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ...
ხაშურის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 26 მარტს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მოისმინა ა(ა)იპ „ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების საბავშვო ბაღების გაერთიანების“ სამსახურის ანგარიში 2017 წელს გაწეული მუშაობის შესახებ. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
მომხსენებელმა დავით ნოზაძემ ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში განხორციელდა.
გაიხსნა ორი ახალი ბაღი, რამდენიმე მათგანს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. მოხდა საბავშვო ბაღების შენობათა 90 %-ის გაზიფიცირება.
გაერთიანების დირექტორმა უპასუხა კომისიის...
დედაქალაქში გარევაჭრობაზე ჯარიმა 20 ლარის ნაცვლად, 50 ლარი იქნება. ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
კანონპროექტით გარევაჭრობის განმეორებით შემთხვევაში, პირს 100 ლარის ნაცვლად, 300 ლარით დააჯარიმებენ. ასევე, იზრდება უფლებამოსილი პირის მოთხოვნების დაუმორჩილებისათვის განკუთვნილი ჯარიმაც 50 ლარიდან 200 ლარამდე.
ამავე კანონპროექტით, უნებართვო გარე ვაჭრობა სატრანსპორტო ან მასზე მისაბმელი საშუალების, ან სხვა მექანიკურად მოძრავი საშუალების გამოყენებით, გამოიწვევს 1000 ლარიან ჯარიმას და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას.
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება, გაფართოვდება და მთიან რეგიონებს მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა დღეს ამ პროგრამის შედეგებზე ისაუბრა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„ამ პროგრამის მიზანია, რომ არა მხოლოდ დავამაგროთ ჩვენი მოსახლეობა მაღალმთიან რეგიონებში, არამედ ბარიდანაც გადავიდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი და დასახლდეს მთიან რეგიონებში. გასული წლის განმავლობაში, 7200 ოჯახმა...
დედაქალაქში უკანონო წარწერებსა და ნახატებისთვის სანქცია ოთხჯერ მაღალი იქნება. თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით ნაცვლად 50 ლარისა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი 1000...
მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებელის ოდენობა ახალი წესით განისაზღვრება, რომლის გათვალისწინებით, სხვადასხვა ფართობის შენობა-ნაგებობებთან მიმართებაში მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი განსხვავებულად დაწესდება. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი"ავრცელებს.
შესაბამისი ცვლილებები „ადგილობრივი მოსაკრებელის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი დედაქალაქის მერიაა, ხოლო ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაზა გაბუნია, გოჩა ენუქიძე და დავით სონღულაშვილი არიან.
ცვლილებების მიხედვით, საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის გამოანგარიშება მოხდება არა ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების...
შემდეგი სტატია
2019 წლისთვის რაჭაში სხვადასხვა კატეგორიის რამდენიმე დაცული ტერიტორია შეიქმნება. ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით მარკოზაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
მისივე თქმით, ტერიტორიების შესწავლა აქტიურად მიმდინარეობს, შემოდგომაზე კი კანონპროექტი უკვე პარლამენტს წარედგინება.
„რაჭას აუცილებლად ექნება ეროვნული პარკი და რამდენიმე ბუნების ძეგლი. სტატუსი დაცულ ტერიტორიებს სავარაუდოდ, 2018 წლის ბოლოს ან 2019 წლის დასაწყისში მიენიჭება. ახლა აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, შემოდგომაზე კი...
ფოთში წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროექტი აპრილის თვეში განახლდება. ინფორმაციას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ჰოლანდიური კომპანია „TAHAL GROUP BV” შეასრულებს.
ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მოადგილესთან ირაკლი თოფურიასთან ერთად, მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. პიტერ ბრანზბურგმა მერს პირველი ეტაპის ტექნიკური საკითხების მოგვარებაზე ესაუბრა.
„TAHAL GROUP BV” მოსამზადებელ სამუშაოებს აპრილის თვეში დაიწყებს.
კომპანია ადგილობრივ მუშა ხელს დაასაქმებს.
პროექტის საერთო ღირებულება 89...
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ატენში, ხიდისთავსა და ქვახვრელში 2016 წლიდან სასმელი წყლის მასშტაბური პროექტები ხორციელდება, თუმცა, დღემდე, არც ერთი პროექტია დასრულებული. ატენში, სადაც მილების ჩაყრა დღესაც გრძელდება, ამბობენ, რომ სისტემა ,,გატესტვის“ პროცესშია, ხიდისთავში, სათავე ნაგებობაზე, სამუშაოები შეჩერებულია. იქ მომუშავე მუშებმა არ იციან, რა ხდება, ხოლო ქვახვრელში სისტემა ,,გატესტეს“, თუმცა, წყალმა ალაგ-ალაგ შადრევანივით ამოხეთქა.
პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2016 და...
კომპანია სიტი პარკის განცხადებით, მათი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თავად ავრცელებს. საქმე ეხება არა უშუალოდ მერიის მიერ კომპანიასთან ხეშეკრულების გაწყვეტის გასაჩივრებას, არამედ თბილისის მერიის მიერ გასული წლის 23 აგვისტოს მიღებული განკარგულების გასაჩივრებას. 2017 წლის 23 აგვისტოს დედაქალაქის მერიამ გამოსცა გაფრთხილება-განკარგულება, სადაც საუბრობდა, რომ არასწორად ხდება ჯარიმა-საურავების გამოწერა „სიტი პარკის“ მხრიდან, რისთვისაც დიდი რაოდენობით საჩივრებია დაწერილი.
"სასამართლომ...
თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, კომპანია "სიტი პარკი" თავისი განცხადებებით მოსამართლეებზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს, რაც მერიისთვის მიუღებელია. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
„დღეს სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო „სიტი პარკის“ სარჩელი. სასამართლომ განუმარტა, რომ მათ ამ აქტის გასაჩივრების მიმართ იურიდიული ინტერესი არ აქვთ და ამიტომ არ მიიღო წარმოებაში. ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესი. ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პრაქტიკა და თითოეულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღება...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































