თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, კომპანია “სიტი პარკი” თავისი განცხადებებით მოსამართლეებზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს, რაც მერიისთვის მიუღებელია. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
„დღეს სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო „სიტი პარკის“ სარჩელი. სასამართლომ განუმარტა, რომ მათ ამ აქტის გასაჩივრების მიმართ იურიდიული ინტერესი არ აქვთ და ამიტომ არ მიიღო წარმოებაში. ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესი. ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პრაქტიკა და თითოეულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღება სასამართლოს მხრიდან, ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება, მე მგონი მიუღებელია. განცხადებები, რომ ასეთი ორკესტირირებულიასასამართლო და მერიის ქმედება უბრალოდ შეურაცხმყოფელია”, – აცხადებს ირაკლი ხმალაძე.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.