სიტი პარკი თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მომავალ კვირას მიმართავს

778

წინა სტატია

კომპანია „სიტი პარკი“ თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მომავალ კვირას მიმართავს. ამის შესახებ კომპანიის იურისტმა თამარ შუბითიძემ განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

შუბითიძის თქმით, სარჩელი მერიის წინააღმდეგ სასამართლოში მერიასა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების ვადაზე ადრე, ცალმხრივად გაწყვეტას ეხება. მისი თქმით, მერიამ კომპანიას ხელშეკრულება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეუწყვიტა, რაც არასამართლიანია.

„ხელშეკრულების შეწყვეტისთვის გასაჩივრების ვადა 14 აპრილამდე გვაქვს, თუმცა, ვფიქრობთ, რომ კომპანია სასამართლოს სარჩელით მომავალ კვირას მიმართავს“, – განაცხადა თამარ შუბითიძემ.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.