თბილისში გარევაჭრობაზე ჯარიმა 20 ლარის ნაცვლად, 50 ლარი იქნება

599

დედაქალაქში გარევაჭრობაზე ჯარიმა 20 ლარის ნაცვლად, 50 ლარი იქნება. ცვლილება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

კანონპროექტით გარევაჭრობის განმეორებით შემთხვევაში, პირს 100 ლარის ნაცვლად, 300 ლარით დააჯარიმებენ. ასევე, იზრდება უფლებამოსილი პირის მოთხოვნების დაუმორჩილებისათვის განკუთვნილი ჯარიმაც 50 ლარიდან 200 ლარამდე.

ამავე კანონპროექტით, უნებართვო გარე ვაჭრობა სატრანსპორტო ან მასზე მისაბმელი საშუალების, ან სხვა მექანიკურად მოძრავი საშუალების გამოყენებით, გამოიწვევს 1000 ლარიან ჯარიმას და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას.