ხაშურის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 26 მარტს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მოისმინა ა(ა)იპ „ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების საბავშვო ბაღების გაერთიანების“ სამსახურის ანგარიში 2017 წელს გაწეული მუშაობის შესახებ. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
მომხსენებელმა დავით ნოზაძემ ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში განხორციელდა.
გაიხსნა ორი ახალი ბაღი, რამდენიმე მათგანს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. მოხდა საბავშვო ბაღების შენობათა 90 %-ის გაზიფიცირება.
გაერთიანების დირექტორმა უპასუხა კომისიის თავმჯდომარე მამუკა წიქარიშვილისა და წევრების შეკითხვებს საკვები პროდუქტის ხარისხისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.
დეპუტატებმა გამოთქვეს იმედი რომ საბავშვო ბაღების გაერთიანება მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიღწეული წარმატებების შესანარჩუნებლად.